პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე:  არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წესების შემუშავებამდე, შეწყალების საკითხზე საუბარი რთულია. საქართველოს პრეზიდენტმა, მედიასთან დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, პრეზიდენტის ბრძანებულება უახლოეს მომავალში გამოიცემა. “შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს…

მეტი

ილია მეორე: “დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე”

ილია მეორე: “დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე”

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. „დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში,…

მეტი

სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართავს

სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართავს

წმინდა სინოდი მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს. მეუფე პეტრეს ინფორმაციით, ამის შესახებ სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო. „დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეტი

მღვედლმთავრობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე პატრიარქს დაუპირისპირდა (ვიდეო)

მღვედლმთავრობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე პატრიარქს დაუპირისპირდა (ვიდეო)

სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ მღვდელმთავარი აღარ არის. მისი გათავისუფლების მიზეზი კი, საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის  მხილება გახდა. “წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიაქმა – სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელთმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობისა და ჰომოსექსუალიზმის ცოდვის მხილება,” – ამბობს მეუფე პეტრე.

მეტი