“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

შიიტები მთელი მსოფლიოდან ირანელ გენერალს, ქასემ სულეიმანის დასტირიან, რომელიც ამერიკული ავიადარტყმის შედეგად პარასკევს დაიღუპა. შაბათს, სულეიმანის დაკრძალვაზე ბაღდადში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ხმამაღალი შეძახილებით: “სიკვდილი ამერიკას!” ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი და საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი, ქასემ სულეიმანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე მოკლეს, რომელმაც გენერალს “მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი” უწოდა. დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად ამწვავებს. ახლა ყველა იმის გამოცნობას ცდილობს, გადაიზრდება თუ არა ამერიკულ-ირანული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში….

მეტი