გაეროს ქალთა ორგანიზაცია “სიდასთან” თანამშრომლობას წყვეტს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია “სიდასთან” თანამშრომლობას წყვეტს

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდასთან” თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი “ფინანსური გადაცდომა” და “სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურა” გახდა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 12 თებერვალს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ერთ-ერთ პარტნიორს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა. შეჩერების მიზეზი გახდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოთქმული რამდენიმე ბრალდება ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არსებულ არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინარჩუნებს ვალდებულებას, პირდაპირი…

მეტი

“სიდა” ბრალდებებს პასუხობს

“სიდა” ბრალდებებს პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს აღმასრულებელი დირექტორი,  სალომე ზურაბიშვილი, ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი: “არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-მ 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით განახორციელა ევროკავშირის, აშშ მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, ღია საზოგადოების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთაც უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიღწევები და ვინარჩუნებთ საზოგადოებასთან, დაინტერესებულ პირებთან, პარტნიორებთან, და სახელმწიფო ინსიტუტების წარმომადგენლებთან გამჭვირვალე ურთიერთობასა და ეფექტურ კომუნიკაციას მიმდინარე არაერთი საგრანტო…

მეტი

“სიდა” ახალ სკანდალში ეხვევა

“სიდა” ახალ სკანდალში ეხვევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი თანამშრომელი, ლიკა კასრაძე სოციალურ ქსელში, ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს და იმ დარღვევების შესახებ წერს, რომლებიც “სიდაში” აღმოაჩინა. როგორც კასრაძე აცხადებს,  მისთვის დღემდე უცნობია, თუ რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან 3 თვის ორსული და 2 წლის ბავშვის დედა ზურაბიშვილმა. ამასთან, ლიკა კასრაძე კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად, “სიდა” კიდევ ექვსმა თანაშრომელმა დატოვა. “საქმე მაქვს ასეთ პარადოქსულ სიტუაციასთან: სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის…

მეტი