პაატა ღუდუშაურს სამუდამო სასჯელი წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეეცვალა

პაატა ღუდუშაურს სამუდამო სასჯელი წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეეცვალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დავების განმხილველმა ტრიბუნალმა, 10 თვიანი ლოდინის შემდეგ, “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ფეხბურთელის, პაატა ღუდუშაურის აპელაცია განიხილა და მას, სამუდამო დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეუცვალა. ტრიბუნალის ხელმძღვანელმა, ზურა ბიწაძემ სხდომა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა, რაც საქართველოს პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში, ფეხბურთელს საქმიდან განრიდების დოკუმენტი გაუკეთა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა. საქმე ეხება 2019 წლის 20 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პროფესიული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებული ფეხბურთელების საქმეს, რომლის სასამართლო პროცესიც დღემდე გრძელდება. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ,…

მეტი

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წელს მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და ორივე გიბრალტართან

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წელს მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და ორივე გიბრალტართან

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 2019 წელი მარცხით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხა. წელს, ეროვნულმა გუნდმა სულ 10 მატჩი ჩაატარა, აქედან რვა შეხვედრა ევრო2020-ის კვალიფიკაციის იყო, ხოლო ორი – ამხანაგური. 2019 წელს, ვაისის გუნდმა მხოლოდ ორი დაპირისპირება მოიგო და ორივე გიბრალტართან. “დინამო არენაზე” მეტოქე 3:0 დაამარცხა, გასვლაზე კი, გაჭირვებით – 2:3 მოიგო. სულ, ეროვნული ნაკრების აქტივში, წელს ორი მოგება, 2 ფრე და 4 მარცხია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა შინ დანიასა და…

მეტი

ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ

ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ

როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას”, ფინანსური დავალიანებების გამო, ფეხბურთელები ტოვებენ. გუნდი ზურაბ ღირდალაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, გიორგი გაფრინდაშვილმა და დავით საჯაიამ დატოვეს. მათი გათავისუფლების ფურცელი ძალაში 18 ივნისიდან შევა. კლუბმა მოთამაშეებს მხოლოდ აპრილის თვის ხელფასის 25% ჩაურიცხა, დარჩენილ დავალიანებას კი, როდის გაისტუმრებენ, ამას ფეხბურთელებს ვერ ეუბნებიან. “ვიტ ჯორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 50 ათასი ლარითა და მინუს 6 ქულით დააჯარიმა. საქმე გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელებს ეხება. გუნდის 5 ფეხბურთელს – შეროზიას, გეთიაშვილს, ღუდუშაურს,…

მეტი

“ტორპედოს” ფანები: თუ კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ

“ტორპედოს” ფანები: თუ კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ

საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ფანები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დღეს გამოთქმულ განცხადებებსა და ბრალდებებზე, ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გულშემატკივრები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. კლუბის ფანებმა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. “გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან „ტორპედოს“ ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა. უპირველეს რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ტორპედოს“ მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში – ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს,…

მეტი

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელმა უაზრო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. სფფ-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემა ჩვეული ამბავია, თუნდაც, საქართველოს სამეზობლოში, სადაც 6 თვეც არ აუღიათ ხელფასები გუნდში, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავის ულაპარაკია. ლევან კობიაშვილის განცხადებით, მსგავსი უაზრო კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელია. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და ვისაუბრო, რადგან ამაზე ხშირად ისმება კითხვა, არის ერთ-ერთი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო“, სადაც არსებობს…

მეტი

ლევან კობიაშვილი: ვაფრთხილებ ყველას, მოედანს ვერ ეღირსება ვერავინ

ლევან კობიაშვილი: ვაფრთხილებ ყველას, მოედანს ვერ ეღირსება ვერავინ

„არ გაბედოს არავინ, რომ ეს ადამიანები, ეს ფეხბურთელები დაიცვას ვინმემ. ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს. ეს ადამიანები არიან იმის ღირსი, რასაც მიიღებენ და გარანტიას ვიძლევი, რომ მიიღებენ“, – ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სფფ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არ დაელოდება გამოძიების შედეგებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ფეხბურთელი და პირი, რომელიც გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, ვერასდროს გაეკაროს ფეხბურთს და ვერ ითამაშოს. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,…

მეტი

“მასტერ ლიგა” 7 მაისს დაიწყება

“მასტერ ლიგა” 7 მაისს დაიწყება

7X7-ზე ფეხბურთის ასოციაციის ახალი პროექტი – “მასტერ ლიგა”, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ხორციელდება, 7 მაისს დაიწყება. ასოციაციის პროექტების მასტერ ლიგისა და მასტერ ქაფის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა და  წილისყრაც შედგა. კენჭისყრის შედეგად, თბილისის მასტერ ლიგის მონაწილე ოცი გუნდი, მწვანე და ლურჯ ჯგუფებში გადანაწილდა.                         დედაქალაქის პარალელურად,  7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პროექტებში საქართველოს 11 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო. პროექტის მიზანი, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად,…

მეტი

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ბილეთები 5,10, 15 და 25 ლარი ღირს

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ბილეთები 5,10, 15 და 25 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც  საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში დღეს საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა, როგორც ინტერნეტით, აგრეთვე, „დინამო არენას“ სალაროებშია შესაძლებელი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი…

მეტი

SCANDAL: თურქეთში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი სასჯელი შეუფარდეს

SCANDAL: თურქეთში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი სასჯელი შეუფარდეს

თურქეთშის ქალაქ ანტალიაში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამით მიიღო. “ცხინვალის” ფეხბურთელებს, გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის ტერიტორიის დაკავება ეკრძალებათ. ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი 20 თებერვალს დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება, დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” (ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა/რედ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის…

მეტი

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის

„დღეს აქ იმყოფებიან ჩემი მეუღლე და ჩემი გოგო, თამუნა და სალომე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია და სულ ყოველთვის, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, მეუღლეს და იცით, ზოგადად, ხშირად წასული ვიყავი, ვმოგზაურობდი თამაშის დროს, ხშირად იყო უკმაყოფილებები, როდის დაბრუნდები, როდის მოხვალ, სულ წასული ხარ, როდესაც მორჩა კარიერა, ფიქრობდნენ, რომ ახლა ხომ სახლში იქნებაო და ბუნებრივია, ახლა უფრო მეტად გასული ვარ და რასაკვირველია, მათი მხარდაჭერა და გვერდში…

მეტი
1 2