გაიხსნება თუ არა წინასაახალწლოდ სავაჭრო ცენტრები, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასაახალწლოდ გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტლება სააკოორდინაციო საბჭომ ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს. „ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება კიდევ ერთი კვირა და იმის მიხედვით საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც…
მეტი