ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება

14-15 მაისს დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება. გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების სხდომაზე მიიღეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. თუმცა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს უნდა უზრუნველყო ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მინისტერიალში მონაწილეობა და მათ შორის, რუსეთის მხარისაც. მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტურად სრული გაგებაა მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებასთან დაკავშირებით. “2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სურვილი გამოვთქვით,…

მეტი