სერგეი გავრილოვის განცხადებით, ქართველმა დეპუტატებმა მას მოუბოდიშეს

სერგეი გავრილოვის განცხადებით, ქართველმა დეპუტატებმა მას მოუბოდიშეს

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებით, მან ქართველი დეპუტატების ნაწილისგან ბოდიში მიიღო. ეს ინფორმაცია გავრილოვმა რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში გააჯღერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, უშუალოდ ვისგან მიიღო ბოდიში. “ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ პარლამენტი დაგვეტოვებინა და სასტუმროში გადავსულიყავით, სადაც სხდომა დავასრულეთ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სესიას, რადგანაც არ არსებობდა ასამბლეის მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ”, – განაცხადა კომუნისტური პარტიის ლიდერმა. გავრილოვმა, გუშინვე მოუწოდა ქართველ სამართალდამცავებს, რომ ყველა…

მეტი

სერგეი გავრილოვი აქციის მონაწილეთა დასჯას მოითხოვს

სერგეი გავრილოვი აქციის მონაწილეთა დასჯას მოითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი მის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. გავრილოვის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსული დელეგაციის უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო. “თავდასხმის დროს პარლამენტის შენობა დავტოვეთ და სასტუმროში გადასვლა მოგვიხდა.ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ბოდიში მოგვიხადა. როდესაც სასტუმროდან გამოვედით, ჩვენზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა ამის პრევენცია ვერ მოახდინა. დამარტყეს, ვფიქრობ, რომ ქართველი სამართალდამცველები და გენერალური პროკურატურა ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ. ჩემი ბაბუა საქართველოში არის…

მეტი

თამარ ჩუგოშვილი რუს დეპუტატზე: ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი

თამარ ჩუგოშვილი რუს დეპუტატზე: ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდომას. “ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”, – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტში…

მეტი

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში (ფოტო)

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში (ფოტო)

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან”, სერგეი გავრილოვი უძღვება. რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სესია ისე გახსნა. ამ ასამბლეის ჩატარებას აპროტესტეს საპარლამენტო ოპოზიცია. საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე 25 ქვეყნის 100-მდე მონაწილე ჩამოვიდა.                     ფოტო: ტვ პირველი

მეტი