102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

პარლამენტმა, დღეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 102 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროების გამო პირი 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 500 ლარით ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000…

მეტი

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

სექსუალური შევიწროების ბრალდებით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ბრანდერბურგის მიწაზე, დობერლუგ ქირჰჰაინში მოხდა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, სკოლის გზაზე მიმავალ გოგონებს, გზად ორი მამაკაცი შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა შარვალი ჩაიხადა და ბავშვების თვალწინ გაშიშვლდა. ამის შემდეგ, ქართველები ადგილიდან მიიმალნენ. მოსწავლეებმა პოლიცია გამოიძახეს, კამერების შემოწმების შემდეგ მამაკაცების იდენტიფიკაცია მოხერხდა და მათზე ძებნა გამოცხადდა. რამდენიმე საათში, მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მეტი