აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო – იმპიჩმენტი არ შედგა

აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო – იმპიჩმენტი არ შედგა

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების ორივე მუხლი – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა, სენატორებმა ხმათა უმრავლესობით უარყვეს. ტრამპის წინააღმდეგ  ხმა ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას. პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა. იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა….

მეტი

აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კედლის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მისაღებად, მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და კონგრესისთვის გვერდის ავლას ასე შეძლებს. აშშ-ის პრეზიდენტმა სიცრუე უწოდა დემოკრატების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ კონტრაბანდის დიდი ნაწილი ქვეყანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან შემოდის და არა საზღვრის იმ მონაკვეთიდან, სადაც ტრამპი კედლის აშენებას აპირებს. ტრამპმა აღნიშნა, რომ კედლის აშენების შემთხვევაში, სიტუაცია საზღვართან მკვეთრად გაუმჯობესდება და იქ სამხედროების განლაგება საჭირო აღარ გახდება. “აქედან შემოდის ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები,…

მეტი