შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფს” წარმოების განახლების ნებართვა მისცა

შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფს” წარმოების განახლების ნებართვა მისცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფის” ანგარიშს ინკასო მოხსნა. კომპანიამ წარმოება განაახლა და პროდუქციისთვის აქციზური მარკებიც შეიძინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “ომეგა ჯგუფი” ვალის მომსახურების ახალი გრაფიკისთვის წინადადებების პაკეტს ამზადებს. „26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ,,ოჯთ”-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ…

მეტი