გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, ლანჩხუთის “გურიას” ფეხბურთელებიც დააკავეს

გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, ლანჩხუთის “გურიას” ფეხბურთელებიც დააკავეს

როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ცოტა ხნის უკან, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, ლანჩხუთის “გურიას” ორი ფეხბურთელი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი ფეხბურთელი – რობერტ იმერლიშვილი და ირაკლი ბაჯელიძე. “რეკორდერის” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ დააკავებს, ამავე ბრალდებით, სხვა მოთამაშეებსაც. დღესვე, ბათუმში, “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩის დასრულების შემდეგ, სუს-ის თანამშრომლებმა თბილისური გუნდის ხუთი ფეხბურთელი გასახდელიდან აიყვანეს. ესენი არიან: ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, პაატა ღუდუშაური, ნიკა მაისურაძე და ნოდარ კიკნაველიძე.

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი, ბათუმში, ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში დააკავა. როგორც “რეკორდერმა” შეიტყო, დაკავებულები არიან პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე. ამ დროისთვის, უწყებას განცხადება არ გაუკეთებია, თუ რომელ თამაშებზეა საუბარი. კლუბში კი აცხადებენ, რომ მათთვის ფეხბურთელების დაკავების მიზეზი უცნობია. “რეკორდერი” “ვიტ ჯორჯიას” ახალ მთავარ მწვრთნელს, მერაბ კოჭლაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის ახსნა-განმარტება არავის მიუცია. კოჭლაშვილმა არც ის…

მეტი

პარლამენტში გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში, ამ კვირის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტან გომელაურს მოუსმენენ. მოსმენები უკვე ასახულია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. შს მინისტრს 2 მაისის სესიაზე მოუსმენენ, 3 მაისს კი ვახტანგ გომელაური კანონმდებლებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.  

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება: “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ…

მეტი

საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილების ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილების ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ამ სარჩელით, ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი მოთხოვნა, მორალური ზიანის ანაზღაურებაა. საქმის განხილვა მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლით გაგრძელდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, სხდომაზე, მათ სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, საგამოძიებო უწყებას დღემდე არ წარმოუდგენია ბრალდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს დაადგენს. მოპასუხე მხარის განცხადებით, სუსის მიერ გამართული ბრიფინგებისას, არ მომხდარა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღევა. ასევე, სუსი არ ეთანხმება მორალური ზიანის ანაზღაურების…

მეტი