სახალხო დამცველი ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ზურაბ დათუნაშვილზე დისკრიმინაციას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ზურაბ დათუნაშვილზე დისკრიმინაციას არ ადასტურებს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხრიდან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ დისკრიმინაცია ვერ დაადგინა და სპორტსმენის განცხადებაზე საქმისწარმოება შეწყვიტა. ზურაბ დათუნაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით 2019 წლის 3 მაისს მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხრიდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას განსხვავებული ნიშნით. როგორც 18 ნოემბრით დათარიღებულ დასკვნაშია ნათქვამი, განმცხადებელს წერილობით ოთხჯერ ეთხოვა საკუთარი პოზიციისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, ფედერაციის მიერ მოწოდებულ არგუმენტებთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, სახალხო დამცველი წარმომადგენლები არერთხელ დაუკავშირდნენ მას და…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

სახალხო დამცველი შსს-ს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველი შსს-ს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, თავის არეში რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლა  გარკვეულ შემთხვევებში მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. ნინო ლომჯარიას თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის ძალით დაშლამდე ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე. მისივე განცხადებით,  პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუცია. ლომჯარიას განცხადებით,  ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებით და საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით. ნინო ლომჯარიას თქმით, ცალკე შეფასების საგანია მოვლენების გასაშუქებლად ადგილზე…

მეტი

სახალხო დამცველი: სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები

სახალხო დამცველი: სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები

საქართველოს სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ამსხაველი უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები. “პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რომელშიც, ჩვენს სახელმწიფოში, ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ. შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად…

მეტი

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები სწრაფად გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები სწრაფად გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება მიიღოს. ამასთან, ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეისწავლონ აფეთქების გამომწვევი მიზეზი და პასუხისმგებელი პირები გამოკვეთონ. “საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სახალხო დამცველი…

მეტი

ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ მთავრობის ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შესწავლას საჭიროებს. ომბუცმენი აცხადებს, რომ, ამ საკითხის ირგვლივ, “გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება”: “მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების…

მეტი

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

კომპანია PRMC-ის სოციალურ პროექტში – “ძლიერები არ ძალადობენ” – ნიუტონის თავისუფალი სკოლა ჩაერთო. კამპანიის ეგიდით, სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” ესტუმრა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებიც მონაწილეობდნენ. ისინი მოზარდებს ბულინგის არსის შესახებ ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით –  “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა…

მეტი

სახალხო დამცველმა მისი მისამართით განხორციელებული მუქარის შემცველი წერილები გამოაქვეყნა

სახალხო დამცველმა მისი მისამართით განხორციელებული მუქარის შემცველი წერილები გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მისი მისამართით განხორციელებულ მუქარის ფაქტებს ასაჯაროებს. “ჩემი ისტორიაც მინდა დავწერო: ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი… აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას. რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი;…

მეტი