კახი კახიაშვილი: ჩვენი გამარჯვება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება (ვიდეო)

კახი კახიაშვილი: ჩვენი გამარჯვება აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება (ვიდეო)

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობასა და ნაკრების წარმატებას აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს უძღვნის. „სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ შეძლო და მსოფლიო გუნდების ელიტის სიაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი და სახელი. ვულოცავ ყველა გულშემატკივარს. ეს ჩვენ გამარჯვება, აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნება. სულ მალე გვეზეიმოს ეროვნული სიმბოლიკით სოხუმში“, – აცხადებს კახი კახიაშვილი. საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა, ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 5 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.  

მეტი

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს

ხვალიდან, ტაილანდის ქალაქ პატაიაში სტარტს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, სადაც გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გუშინ ჩავიდა და ასპარეზობაში 19 სექტემბრიდან ჩაერთვება. ჩემპიონატი სილქ უნივერსალზე გავა და იქნება პირდაპირი ეთერის ლინკიც. ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ასეთია: 🇬🇪️61 კგ. გოდერძი ბერდელიძე – 19 სექტემბერი 11:25 საათი 🇬🇪️61კგ. შოთა მიშველიძე – 19 სექტემბერი – 17:25 საათი 🇬🇪️67 კგ. გოგა ჩხეიძე – 20 სექტემბერი – 09:00…

მეტი