საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ ითამაშებს. რევაზ ჩომახიძის გუნდმა, გერმანიის შემდეგ, დღეს შვეიცარიის ნაკრებს 24:7 სძლია და უნგრეთში გასამართ ევროპირველობაზე გაემგზავრება. ქართველმა წყალბურთელებმა ევროპირველობის საგზური გუშინ, გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ გაინაღდეს. ჯგუფიდან, კონტინენტის პირველობის ძირითად ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო ერთი გუნდი გადიოდა, ჩომახიძის შეგირდებმა კი პირველობა არავის დაუთმეს. 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი უნგრეთში გაიმართება. ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებსაც გაითამაშებენ.

მეტი