საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” აღინიშნა

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” აღინიშნა

იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა. “არმიჰოლში” გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აშშ – საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს. „აშშ–თან ძლიერ და მდგრად სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვავითარებთ ჩვენს თავდაცვის ძალებს და მივიწევთ წინ ნატოში ინტეგრაციის გზაზე. რამდენიმე კვირის წინ განვაახლეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმება…

მეტი

ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართველი სამხედროები მსუბუქად არიან დაშავებული. „მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში…

მეტი

ირაკლი ღარიბაშვილი: “ყაზარმებში მდგომარეობა არის სავალალო, ადამიანურად დავითრგუნე”

ირაკლი ღარიბაშვილი: “ყაზარმებში მდგომარეობა არის სავალალო, ადამიანურად დავითრგუნე”

თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პირობას დებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყარზარმებში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2020 წლისთვის 200 ყაზარმა გარემონტდება და უწყება სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეულ პირობებს შეუქმნის. “ყაზარმებში მდგომარეობა არის სავალალო. მე რამდენიმე ყაზარმა მოვიარე და გეტყვით, რომ ადამიანურად დავითრგუნე, ჩემთვის იყო ძალიან რთული სანახავი ის მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროები, რომელბიც იქ ცხოვრობენ, ასეთ პირობებს არ იმსახურებენ და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის ვალია, სამხედროებს ჩვენ შევუქმნათ…

მეტი

“საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა: სიტყვებიდან ქმედებამდე” – GDSC-ის მე-4 პანელი

“საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა: სიტყვებიდან ქმედებამდე” – GDSC-ის მე-4 პანელი

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციის ბოლო პანელი საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე საუბარს დაეთმო. სესია ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის როუზ გოტმიოლერის ვიდეომიმართვით გაიხსნა, სადაც მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე გააკეთა აქცენტი: “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს არ არის ცოტა, რადგან საქართველო სამაგალითო პარტნიორია”. “საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა – სიტყვებიდან ქმედებამდე“ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული…

მეტი

ღარიბაშვილი NATO-ზე: უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

ღარიბაშვილი NATO-ზე: უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვისა და უსართხოების კონფერენცია შეაჯამა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს მოთმინებით, მაგრამ, ამავე დროს – მზად. “პირველ რიგში, მე მინდა, შევაჯამო კონფერენცია და ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ ძალიან საინტერესო პასუხები მივიღეთ, კითხვებიც საინტერესო დაისვა. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია იმის, რომ მაღალი დონის, რანგის დელეგაციები სტუმრობენ…

მეტი

როუზ გოტმიოლერი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

როუზ გოტმიოლერი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ყოფილმა მოადგილის, როუზ გოტმიოლერის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. ეს განცხადება გოტმიოლერმა, ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ბრიუსელიდან ვიდეომიმართვისას გააკეთა. “სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა…

მეტი

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან გამართა. ქ. ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” ირაკლი ღარიბაშვილი ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტისთვის, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამერიკელმა კონგრესმენებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული რეფორმები წარმატებით ხორციელდება. ადამ კინზინგერმა და…

მეტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ბრიუსელში პირველად გამართა. მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს…

მეტი

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს, არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ფინეთის…

მეტი

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. “JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას….

მეტი