პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე:  არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წესების შემუშავებამდე, შეწყალების საკითხზე საუბარი რთულია. საქართველოს პრეზიდენტმა, მედიასთან დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, პრეზიდენტის ბრძანებულება უახლოეს მომავალში გამოიცემა. “შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს…

მეტი

საქართველოს საპატრიარქო: ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად

საქართველოს საპატრიარქო:  ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში  მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად…

მეტი

პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ვერ მიულოცავს

პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ვერ მიულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს. მიუხედავად ამისა, თავად პრეზიდენტიც, მილოცვისგან თავს იკავებს და ამას იმ საფრთხეებით ხსნის, რომელიც მილოცვას შეიძლება მოჰყვეს. “მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი, ძალიან ბევრისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი…

მეტი

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

მსოფლიო პატრიაქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია წმინდა გიორგის ტაძარში, სტამბოლში შედგა, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაა. BBC-ს ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკრაინელი მღვდელმთავრები ტაძრის ცენტრში დადგნენ და უკრაინული საშობაო საგალობელი იმღერეს. მსოფლიო პატრიარქმა კი აღნიშნა, რომ “კურთხეული უკრაინელი ხალხი მთელი 7 საუკუნე ელოდა ამ დალოცვილ დღეს”. საზეიმო ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა, რომელმაც პატრიარქ ბართლომეს “მისი რწმენისთვის” მადლობა გადაუხადა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის 1 ხარისხის ორდენით…

მეტი