პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე:  არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წესების შემუშავებამდე, შეწყალების საკითხზე საუბარი რთულია. საქართველოს პრეზიდენტმა, მედიასთან დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, პრეზიდენტის ბრძანებულება უახლოეს მომავალში გამოიცემა. “შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზურაბიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ. “მოგესალმებით, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო! მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, მოგესალმებით, ჩემო, აქ და…

მეტი

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

დებატები უსაფრთხო ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით უპერსპექტივოა, – ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გაზეთი taz .de საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო დისკუსიის ჩრდილშია, რადგან მაღრიბის ქვეყნების, ალჟირის, მაროკოსა და ტუნეზიის პარალელურად, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს საქართველოსაც ანიჭებენ, თუმცა საკითხზე შეჯერება ვერ ხდება. ბუნდესრატს კანონპროექტისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია. კანონპროექტის წინააღმდეგ არის მწვანეთა პარტია, რომელიც საქართველოს ამ საფეხურზე აყვანას არარეალურად მიიჩნევს. მწვანეთა ფრაქციის სპიკერი ლტოლვილთა პოლიტიკის საკითხებში, ლუის ამსტბერგი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა განიხილეს. როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა,  დღეს არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ინსტრუმენტები საქართველოს არ გააჩნია და დამოკიდებულია მეგობრებზე, რათა მოახდინონ გავლენა და ზეწოლა რუსეთზე, რომ მან საკუთარი პოზიციები შეცვალოს. “ჩვენი პოზიციაა – საქართველოს მეგობრები და პარტნიორები: გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, გაუმეორონ რუსეთს და როგორღაც გააგებინონ, რომ საჭიროა,  პოზიციები…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა. განსახილველ საკითხებს შორის საქართველო – საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერება იყო. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა საქართველოს რეგიონში…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ, განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა. “მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დეკანოზი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15 თებერვალს გაუარესდა, ამ დრომდე, ღუდუშაურის…

მეტი

პრეზიდენტმა პარიზში, დიასპორას რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარიზში, დიასპორას რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი, დიასპორასთან შეხვედრისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. “კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში. იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებულ საარჩევნო ოლქებს, შესაძლებელია, დაემატოს ერთი, ან მეტი საარჩევნო ოლქი (მაგალითად, ევროპა და აშშ), რომლებშიც კენჭს იყრიან…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია. სალომე ზურაბიშვილმა ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს პრეზიდენტს ლევილში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა. “ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში  ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც, ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. დაგეგმილია შეხვედრა…

მეტი

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტი იმ ბაზებს ეწვია, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ. სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა…

მეტი
1 2