არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება

არჩილ თალაკვაძე: ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს აფასებს დ ამბობს, რომ ვიზიტს კონკრეტული შედეგი აქვს. “მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავით გარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ დავით გარეჯის კომპლექსში სასულიერო…

მეტი

ვანო ზარდიაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს პარლამენტი

ვანო ზარდიაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის და დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით, ზარდიაშვილი განცხადებას თავად ავრცელებს. “2016 წლიდან მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს…

მეტი

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, რომელსაც კითხვებს გედევან ფოფხაძე უსვამდა. ამ დროს, ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილისკენ წამოვიდა და მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, ეკა ბესელიას დარბაზი დაატოვებინა. სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.  

მეტი

სკანდალი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დეპუტატებს დღესაც აშანტაჟებენ – ეკა ბესელია

სკანდალი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დეპუტატებს დღესაც აშანტაჟებენ – ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას  განცხადებით, დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც უკანონო ფარული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით აშანტაჟებენ და ასეთი ადამიანები არიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ეს განცხადება, ეკა ბესელიამ, “მთავარ არხზე” ეკა კვესიტაძის გადაცემაში – “ღამის მთავარი” გააკეთა. “ეს უკანონო  ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა და ვერავინ გაბედა მაშინ ამის გამოქვეყნება. არ შემშინებია მაშინ და არც დღეს მეშინია. კიდევ ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელთაც უკანონო ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ ძალიან კარგად. ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ,…

მეტი

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. “მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის! ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური…

მეტი

ნიკა მელიას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი შეუჩერა

ნიკა მელიას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი შეუჩერა

91 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა. საქართველოს პარლამენტში სესია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც გენერალური პროკურორის წარმომადგენელს, ამირან გულუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც პარლამენტის წევრებს ბრალის დადგენილება გააცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს პატიმრობა შეეფარდოს. “თუ გონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცრაზმთან ერთად იძინებს შეშინებული… ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ…

მეტი

სერგეი გავრილოვი აქციის მონაწილეთა დასჯას მოითხოვს

სერგეი გავრილოვი აქციის მონაწილეთა დასჯას მოითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი მის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. გავრილოვის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსული დელეგაციის უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო. “თავდასხმის დროს პარლამენტის შენობა დავტოვეთ და სასტუმროში გადასვლა მოგვიხდა.ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ბოდიში მოგვიხადა. როდესაც სასტუმროდან გამოვედით, ჩვენზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა ამის პრევენცია ვერ მოახდინა. დამარტყეს, ვფიქრობ, რომ ქართველი სამართალდამცველები და გენერალური პროკურატურა ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ. ჩემი ბაბუა საქართველოში არის…

მეტი

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს პასუხი მოსთხოვა

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს პასუხი მოსთხოვა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს პარტიის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო პროტოკოლიური შეცდომა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა. “სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი…

მეტი

თამარ ჩუგოშვილი რუს დეპუტატზე: ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი

თამარ ჩუგოშვილი რუს დეპუტატზე: ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდომას. “ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”, – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტში…

მეტი

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში (ფოტო)

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში (ფოტო)

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან”, სერგეი გავრილოვი უძღვება. რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სესია ისე გახსნა. ამ ასამბლეის ჩატარებას აპროტესტეს საპარლამენტო ოპოზიცია. საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე 25 ქვეყნის 100-მდე მონაწილე ჩამოვიდა.                     ფოტო: ტვ პირველი

მეტი
1 2