თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება

თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებბს სესხის გადავადებაში დაეხმარება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულები და ამ პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. „ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვყავს ამ ხალხის აღრიცხვა და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს…

მეტი

ლევან რატიანი: “ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია”

ლევან რატიანი: “ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია”

“ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. ინფექცია გავრცელდა. ისე გავრცელდა, აჭრელდა მთელი სამყარო, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ გავრცელებით. უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა” –  ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა. “ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე. როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ…

მეტი

ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი – მთავრობა

ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი – მთავრობა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის…

მეტი

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმა 2 000 ლარია

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმა 2 000 ლარია

საქართველოს ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს, 2 000 ლარით დაჯარიმდება. როგორც მინისტრი აცხადებს, ეს არ არის “კომენდანტის საათი”, ეს არის მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვა. “ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 ათასი ლარი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილი….

მეტი

ნათია მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ტრიბუნიდან ვიტყვით

ნათია მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ტრიბუნიდან ვიტყვით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირველივე დღიდან, მთავრობა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყო და თუ აპოკალიფსი იქნება, ამას ტრიბუნიდან იტყვიან. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება, თუმცა, ეს რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. “პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწუმენთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების…

მეტი

უმუშევრად დარჩენილებზე 200 ლარიანი დახმარების გაცემა, სავარაუდოდ გაგრძელდება

უმუშევრად დარჩენილებზე 200 ლარიანი დახმარების გაცემა, სავარაუდოდ გაგრძელდება

ხელისუფლება სავარაუდოდ, 200- ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს. მისივე თქმით, მთავრობა ახალი ღონისძიებათა პაკეტის წარმოდგენას გეგმავს. „200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს…

მეტი

აჭარაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

აჭარაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი დეტალურად გაეცნო რეგიონში არსებულ ზოგად ეპიდვითარებას, ასევე კლინიკებში, მათ შორის…

მეტი

მთავრობის ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა

მთავრობის ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 8.6%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. “ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით – სექტემბერში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა. სექტემბერში იმპორტი 9%-ით შემცირდა და 731.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 98.5 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 399.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა….

მეტი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისს დასრულდება – ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. “რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას…

მეტი

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, “საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები, საკანონმდებლო მაცნეზე 2020 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნდა (ნომრით 135) ცვლილებების თანახმად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრემირების სისტემა არ იცვლება. №39 დადგენილებით, პრემიები, ოლიმპიური თამაშებისთვის კვლავაც შემდეგნაირად გადანაწილდება: 1. ოლიმპიურ თამაშებზე: ა) I ადგილი – 170 000, გუნდური პირველობა – 340 000; ბ) II ადგილი – 102 000, გუნდური პირველობა – 204…

მეტი
1 2 3