საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

სექსუალური შევიწროების ბრალდებით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ბრანდერბურგის მიწაზე, დობერლუგ ქირჰჰაინში მოხდა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, სკოლის გზაზე მიმავალ გოგონებს, გზად ორი მამაკაცი შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა შარვალი ჩაიხადა და ბავშვების თვალწინ გაშიშვლდა. ამის შემდეგ, ქართველები ადგილიდან მიიმალნენ. მოსწავლეებმა პოლიცია გამოიძახეს, კამერების შემოწმების შემდეგ მამაკაცების იდენტიფიკაცია მოხერხდა და მათზე ძებნა გამოცხადდა. რამდენიმე საათში, მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მეტი