საქართველოს გოლფის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს გოლფის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ვილნიუსმა გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს უმასპინძლა. ჩემპიონატი “The V Golf Club Vilnius”-ში ჩატარდა და მასში ევროპის 13-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ქართული გოლფის ისტორიაში პირველად, შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ჩაერთო. ჩვენი გუნდის სახელით ლიეტუვაში სანდრო ილაშვილმა, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ და ვახო ხახვიაშვილმა იასპარეზეს. ნაკრების წევრები 18-19 მაისს, “Tbilisi Hills Golf & Residences”-ში გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩნენ. ევროპირველობის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა. ჩვენ გუნდს ანდრო…

მეტი

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში – საქართველოს გოლფის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში – საქართველოს გოლფის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

30 ივლისს, ვილნიუსში გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში, რომელსაც ‘The V Golf Club Vilnius’ მასპინძლობს, ევროპის 12 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველო. ჩვენი გუნდი 4 მოთამაშისგან შედგება. ნაკრების წევრები 18-19 მაისს, “Tbilisi Hills Golf & Residences”-ში გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩნენ. ლიეტუვაში სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ვახო ხახვიაშვილი საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით ასპარეზობენ. გუნდის კაპიტანია ანდრო შილაკაძე, ხოლო დელეგაციას გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ძაძამია ხელმძღვანელობს….

მეტი