შალვა გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

შალვა  გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა. შალვა გოგოლაძე, კომპანია PRMC-ის ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩი გახდა და გასულ წელს, სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც სწორედ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ჩატარდა, მან პირობა დადო, რომ სკოლას ახალ ტატამს აჩუქებდა. „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბერშუეთის სკოლის მოწაფეებს ასეთი ლამაზი დარბაზის გახსნა და…

მეტი