ლევან კობიაშვილი, პლენარული სხდომის გაცდენისთვის, 462.40 ლარით დაჯარიმდა

ლევან კობიაშვილი, პლენარული სხდომის გაცდენისთვის, 462.40 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი, ლევან კობიაშვილი, პლენარული სხდომების გაცდენისთვის, 462.40 ლარით დაჯარიმდა. ამ ინფორმაციას on.ge საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჯარიმების წესი “თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში ერთხელ, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება. სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, დეპუტატს ხელფასის 10 პროცენტი…

მეტი

დაკავებული ფეხბურთელების საკითხზე ფეხბურთის ფედერაციაში იმსჯელებენ

დაკავებული ფეხბურთელების საკითხზე ფეხბურთის ფედერაციაში იმსჯელებენ

გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების დაკავების ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას. საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ…

მეტი

“კრიტსალბეთ ეროვნული ლიგა” – საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი სახელი აქვს

“კრიტსალბეთ ეროვნული ლიგა” – საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი სახელი აქვს

საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება. ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი ჰყავს. 2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან, კომპანია “კრისტალბეთი” ეროვნული ლიგის ოფიციალური წარმდგენი იქნება. “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა” 1 მარტს დაიწყო, ხოლო “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2” სტარტს დღეს აიღებს. ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის – “კრისტალბეთის” მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა სიახლე ელოდება. “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” პოპულარიზაციისთვის, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი, მატჩების ტრანსლაცია “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ინტერნეტ-პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება, პარალელურად…

მეტი

სფფ “ცხინვალს” მოუწოდებს, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები

სფფ “ცხინვალს” მოუწოდებს, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ანტალიაში, 5 ქართველი ფეხბურთელის დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ქართული ფეხბურთის მმართველო ორგანო მოუწოდებს “ცხინვალს”, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე…

მეტი

ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით  32  091  027 ლარი გასცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 2016, 2017 და 2018 წელს გაცემული ხელფასის რაოდენობამ 32 091 027 ლარი შეადგინა. 2016 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხელფასების სახით, თანამშრომლებს  9 843 654 ლარი გადაუხადა, 2017 წელს – 11 597 373 ლარი, ხოლო 2018 წელს – 10 650 000 ლარი. დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Recorder-მა მოიპოვა, თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის შედგენილი და ის, ბოლო ყრილობაზე, ფედერაციის სუბიექტებს დაეგზავნათ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ხარჯებზე, 18 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე, სფფ-ს არცერთ…

მეტი