ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს. თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ…

მეტი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი, 2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი,  2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ბექა როყვას გუნდმა, 79 ქულა დააგროვა, რითიც საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. უზბეკეთმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო. პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში რუსეთს ერგო. ეს შედეგი ისტორიულია. 2007 წლის შემდეგ, ამ სტილით ჭიდაობაში, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია. 15 სექტემბერს, პირველი საფინალო დღის შემდეგ, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ლაშა გობაძემ (82კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს და ეროვნული ჰიმნიც…

მეტი