საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. ამასთან ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან, დილის 6 საათამდე  აეკრძალებათ. ახალი გადაწყვეტილებით,  70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, აკრძალულია 3 პირზე მეტის შეკრება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,…

მეტი

თენგიზ ცერცვაძე იტალიაში არსებული დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

თენგიზ ცერცვაძე იტალიაში არსებული დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე,  იტალიაში დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზად, იტალიელი მედიკოსების მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული სიზუსტით შესრულებას ასახელებს. განცხადება ამის შესახებ, ცერცვაძემ სატელევიზიო გადაცემაში “რა დროს ძილია” გააკეთა. „ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო….

მეტი

COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი. ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. „ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან…

მეტი

სპეციალური რეისით იტალიიდან საქართველოში 156 ადამიანი დაბრუნდა

სპეციალური რეისით იტალიიდან საქართველოში 156 ადამიანი დაბრუნდა

დღეს საღამოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი დაფრინდა, რომლებმაც რომი-თბილისის სპეციალური რეისი შეასრულეს. მათ იტალიიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფირინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული. მისივე თქმით, სამშობლოში დღეს 156 ადამიანი დაბრუნდა. „156 ადამიანი გამოცხადდა აეროპორტში. მანამდე პროცედურა იყო შემდეგი: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბილეთი ან ჯავშანი, უნდა გაეგზავნა ეს ბილეთი, ჯავშანი და საპასპორტო მონაცემები, ძირითადად პასპორტის ასლი, სპეციალურად შექმნილ მეილზე საკონსულოში. მათ შეაგროვეს ეს ინფორმაცია, გადმოაგზავნეს…

მეტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხი 23-მდე გაიზარდა

საქართველოში, 10 მარტის მდგომარეობით, ლაბორატოიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46. მსოფლიოში ამ დროისათვის კორონავირუსი 110 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინა, რომელთაგან 4 ათასამდე გარდაიცვალა.

მეტი

COVID19 / საქართველო – 12 ინფიცირებული, 140 კარანტინში, 42 სტაციონარში

COVID19 / საქართველო – 12 ინფიცირებული, 140 კარანტინში, 42 სტაციონარში

7 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12 კარანტინის რეჟიმში – 140 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42 ახალი კორონავირუსის სიმპტომები ძირითადად ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით,თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც. მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ: გაქვთ ტემპერატურა, ხველა,სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან. ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ : ბოლო 14…

მეტი

COVID19 / საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

COVID19 / საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ერთ დღეში კორონავურუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ადამიანი მკურნალობს. როგორც ცნობილი ხდება, 5-ვე ინფიცირებული იტალიაში ერთად მოგზაურობდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ისინი დღეს საღამოს მოათავსეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ყველა იმ კონტაქტის იდენთიფიცირება, ვისთანაც ინფიცირებულ ადამიანებს ჰქონდათ ურთიერთობა იტალიიდან დაბრუნების შემდეგ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. “ისინი ერთად გახლდნენ ირანში. შემდგომ ეს ადამიანი ირანიდან აზერბაიჯანის გზით წამოვიდა, აზერბაიჯანში რამდენიმე დღე იყო და საქართველოში გუშინ შემოვიდა. ჩვენ გვქონდა 93 შესაძლო შემთხვევა, ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე,…

მეტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორს ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  მეორე ინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი

BREAKING NEWS – საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

BREAKING NEWS –  საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა. საგანგებო განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა. კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში ჰყავთ მოთავსებული. ეკატერინე ტიკარაძე: ” მივიღეთ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან რომ საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ამ ეტაპისთვის პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.” ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 14 პაციენტია მოთავსებული.

მეტი
1 2 3