საოკუპაზიო ზოლთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

საოკუპაზიო ზოლთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, საოკუპაზიო ზოლთან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები ავტობუსებით, ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით სოფელ ოძისისკენ დილით გაემართნენ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, რესპუბიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ოჯახს სოლიდარობა სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქცია საოკუპაციო ხაზთან 14:00 საათისთვის დაიწყება.

მეტი

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ეროვნული ლიგა 1-ის ბინადარმა გუნდმა, ოფიციალურ გვერდზე ქართველი ექიმის მხარდამჭერი ბანერი გამოაქვეყნა. გუნდი, სრული შემადგენლობით, იმედოვნებს, რომ მედიკოსი ოჯახს უვნებელი და ჯანმრთელი დაუბრუნდება. “უკვე მე-13 დღეა, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ქართველი ექიმი – ვაჟა გაფრინდაშვილი. ბატონი ვაჟას მიმართ, საქმე აღძრულია “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით. საფეხბურთო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ექიმს, მის ოჯახს და გვჯერა, რომ ის…

მეტი

გურამ კაშია: თავისუფლება ვაჟა ექიმს (ვიდეო)

გურამ კაშია: თავისუფლება ვაჟა ექიმს (ვიდეო)

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე კაპიტანი და სოციალური კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი, გურამ კაშია, უერთდება კამპანიას “თავისუფლება ვაჟა ექიმს”. ქართველი ფეხბურთელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს. ვაჟა გაფრინდაშვილი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ქართველ ექიმს ორ თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა.

მეტი

“ბარსელონას” ექიმები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

“ბარსელონას” ექიმები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

ცნობილმა ესპანელმა მედიკოსებმა, რომლებიც საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” მუშაობენ, რამონ კუგატ ბერტომეუმ და მონსერატ გარსია ბალბეტომ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს თანადგომა გამოუცხადეს და კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ. ესპანელი ექიმების წერილს, სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი – “თავისუფლება ვაჟა ექიმს” ავრცელებს. “ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის…

მეტი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა. მედიკოსები ვაჟა გადრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ოს კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. “ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებს. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში”, – განაცხადეს აქციაზე. დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა….

მეტი

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან, ცხედარის გადმოსვენებას გარდაცვლილის ახლობლები, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან აიყვანეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა…

მეტი

ირაკლი კვარაცხელია – საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი

ირაკლი კვარაცხელია – საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი

ოკუპირებულ რეგიონში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა თაგილონი-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, რუსული სამხედრო ბაზიდან მედდა გამოეძახებინათ. მედიკოსი მკაცრად გააფრთხილეს, რომ სასტიკად ნაცემი ბიჭის მდგომარეობის შესახებ არაფერი ეთქვა. არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას ცემის ფაქტზე ინფორმაციამ მაინც გაჟონა,…

მეტი