დათო მარსაგიშვილი დაბრუნდა და საქართველოს თასი მოიგო

დათო მარსაგიშვილი დაბრუნდა და საქართველოს თასი მოიგო

დათო მარსაგიშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულია. ბათუმის ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დათო მარსაგიშვილმა ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ხალიჩაზე საქართველოს თასზე დაბრუნდა და ფინალში, ნაკრების სტაბილური წევრი, სანდრო ამინაშვილი, აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მარსაგიშვილი ქვიშის ჭიდაობაზე გადაერთო, სადაც პირველ თამაშებზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ერთ-წლიანი პაუზის შემდეგ, მან…

მეტი

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

97 კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ისევ ელიზბარ ოდიკაძე გახდა. ფინალში მან 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი დაამარცხა. მაჭარაშვილმა პირველი პერიოდი 3:6 მოიგო, მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ელიზბარ ოდიკაძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 10:9 სძლია. დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა.  შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, მაჭარაშვილი მარცხის გამო გაბრაზდა, თუმცა მსაჯმა ორივე ფალავანი დააშოშმინა. 86 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტულს სანდრო ამინაშვილი…

მეტი