მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მოსკოვის გამზირზე, N36 ბ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის სადღესასწაულო გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. კახა კალაძის თქმით, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას ყველა რაიონში სათანადო ყურადღება მიექცევა. მან პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობას მადლობა გადაუხადა. “ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ და მიხარია, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალური პირობები ჰქონდეთ, გამოვიდნენ და დაისვენონ. ბავშვებისთვის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანიც გაკეთდა. ყველანაირი სივრცე მოეწყო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. ჩვენ არ…

მეტი