6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

ბექა ბერძენიშვილმა მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი დაამარცხა და მინსკის თამაშები მოიგო

ბექა ბერძენიშვილმა მსოფლიოს ოთხი  და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი დაამარცხა და მინსკის თამაშები მოიგო

სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა, მინსკის ევროპის თამშების ოქროს ფინალში, მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი  არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა 40 წლის ბელარუს მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საქართველოს სამბისტთა ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, ჩემპიონის ტიტული რუს სკრიაბინს ოქროს ფინალი მოუგო და მანაც ტრიუმფით დაასრულა მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა.

მეტი

სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა რუს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა რუს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა, რომელმაც მინსკის ევროპული თამაშების ფინალში რუსი სკრიაბინი დაამარცხა, დაჯილდოების ცერემონიალზე მას ხელი არ ჩამოართვა. ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილზე გასულ სამბისტებს წარმატება, რუსისგან განსხვავებით, სწორედ ხელის ჩამორთმევით მიულოცა. ნახუცრიშვილმა სკრიაბინს ოქროს ფინალი 1:5 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.    

მეტი

მინსკი 2019: ნინო ოძელაშვილს მოგება წაართვეს

მინსკი 2019: ნინო ოძელაშვილს მოგება წაართვეს

მინსკის მეორე ევროპული თამაშებზე, ქართველ სამბისტს, ნინო ოძელაშვილს (-72კგ), მაშინ როდესაც მასპინძელ ბელარუს მეტოქეს 0:2 ამარცხებდა, მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს. ილეთის შესრულების დროს, ნინოს ჟილინსკაიამ ხელი ატკინა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ქართველი სპორტსმენი მზად იყო შეხვედრა გაეგრძელებინა. მსაჯების გადაწყვეტილებით, ოძელაშვილი დამარცხებულად გამოაცხადეს, თუმცა გამეორებაზეც კარგად გამოჩნდა, რომ ნინოს მეტოქისთვის მტკივნეული ილეთი არ გაუკეთებია. ამრიგად, ნინო ოძელაშვილი მინსკის თამაშების ვიცე ჩემპიონია. ჯამში კი, სამბისტების ანგარიშზე, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. სულ მალე, ოქროს…

მეტი

სამბისტი დათო ლორიაშვილი მინსკის თამაშების გამარჯვებულია

სამბისტი დათო ლორიაშვილი მინსკის თამაშების გამარჯვებულია

საქართველოს სამბისტთა ნაკრების კაპიტანი, დათო ლორიაშვილი მინსკის მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებულია. ოქროს ფინალში, ლორიაშვილმა (-100კგ) ლატვიელი ვიქტორს რესკო 2:0 დაამარცხა და სამბისტთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა )-57კგ) მოიგო, მინდია ლილუაშვილი (-68კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ბექა ბერულავა (-82კგ) ბრინჯაოს დაეუფლა. დღესვე, ოქროს მედლებისთვის ნინო ოძელაშვილი (-72კგ) და ელენე ქებაძე (+80კგ) იბრძოლებენ.  

მეტი

სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსი ხერტეკი დაამარცხა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა

სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსი ხერტეკი დაამარცხა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა, მინსკის ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ვახტანგ ჩიდრაშვილმა ( 57კგ) ოქროს ფინალში რუსი საიან ხერტეკი 0:1 დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველ სამბისტებს, კიდევ 4 ოქროს მოპოვების შანსი აქვთ. მალე ხალიჩაზე მინდია ლილუაშვილი, დავით ლორიაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე გამოვლენ. სამბისტმა ბექა ბერულავამ, 82 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი უკვე მოიპოვა. ოქროს მედალოსანი გახდა ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ), ამავე წონაში კი ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა აიღო. -66…

მეტი

ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა, ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და გოგონებს შორის, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვა. აქედან 16 მედალი ჭაბუკების ანგარიშზეა, ერთი – ვერცხლის მედალი კი მარიამ ცერცვაძემ მოიპოვა. ჯამში, საქართველოს სამბისტთა ნაკრები 3 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრების შედეგები ასეთია: ოქრო -ბახტიძე გაგა (-68 კგ) ოქრო-გვიჭიანი თორნიკე (-74კგ) ოქრო-აკოფაშვილი კობა (-70კგ) ვერცხლი- სიდამონიძე ანზორი (-52 კგ) ვერცხლი- კაკუტია ვიტალი (-56კგ) ვერცხლი-თურქია ელიზბარი (-60კგ) ვერცხლი-ჩაგელიშვილი გიორგი (-87კგ) ვრეცხლი- ინანეიშვილი…

მეტი

ნინო ოძელაშვილი და ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებულები არიან

ნინო ოძელაშვილი და ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებულები არიან

რუსეთი დედაქალაქ მოსკოვში, “ხარლამპიევის მემორიალზე”, საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიო თასის ოქროს მედლებს ნინო ოძელაშვილი (72კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) დაეუფლნენ. ოქროს ფინალში, ოძელაშვილმა ბელარუსი ჟილინსკაია დაამარცხა, მანამდე კი ასპარეზობას რუსი მეტოქე გამოთიშა. მძიმე წონაში, ბერძენიშვილმა მოლდოველ დენის ტაჩის სძლია. აღსანიშნავია, რომ “ხარლამპიევის მემორიალზე” მოპოვებული 5 მედლიდან, სამი – გოგონების ანგარიშზეა. ელენე ქებაძემ (+80კგ), სალომე აბაშიძემ (60კგ) და ბექა ბერულავამ (82კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მეტი

ოქრო და ტრადიციული საფირმო ცეკვა – ნინო ოძელაშვილი მინსკის ტურნირის გამარჯვებულია

ოქრო და ტრადიციული საფირმო ცეკვა – ნინო ოძელაშვილი მინსკის ტურნირის გამარჯვებულია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, დღეს, ოქროს მედალი მოიპოვა ქართველმა სამბისტმა, ნინო ოძელაშვილმა. პირველმა ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ქალმა, საჭიდაო სახეობებში, თავის წონაზე მაღალ კატეგორიაში – 80 კილოგრამში გამოსცადა თავი და შეჯიბრი წარმატებით დაასრულა. Belarus Open-ზე, ფინალში გამარჯვების შემდეგ, ნინომ ტრადიციული საფირმო ცეკვაც შეასრულა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველებმა 5 მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს. ოქრო -ბერძენიშვილი ბექა (+100 კგ) ვერცხლი- ნახუცრიშვილი ლევანი (74 კგ) ბრინჯაო- ვახტანგ ჩიდრაშვილი (62კგ) ბრინჯაო-…

მეტი

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 8 მედლით – 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოთი დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ 72 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც საჭიდაო სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზუსტად ორ დღეში, მას არ ჩამორჩა ელენე ქებაძე, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.  ორი ოქროს მედლით, ქალთა ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ვაჟების ნაკრებს, ვახტან ჩიდრაშვილმა (57 კგ)…

მეტი