შალვა გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

შალვა  გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა. შალვა გოგოლაძე, კომპანია PRMC-ის ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩი გახდა და გასულ წელს, სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც სწორედ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ჩატარდა, მან პირობა დადო, რომ სკოლას ახალ ტატამს აჩუქებდა. „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბერშუეთის სკოლის მოწაფეებს ასეთი ლამაზი დარბაზის გახსნა და…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

ევროპის საბჭო საქართველოში სპორტულ მანიპულაციებთან ბრძოლის პროექტს ახორციელებს

ევროპის საბჭო საქართველოში სპორტულ მანიპულაციებთან ბრძოლის პროექტს ახორციელებს

სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების რისკების შეფასების მიზნით, ევროპის საბჭო საპილოტე კვლევას ახორციელებს. კვლევის განსახორციელებლად ორგანიზაციამ 4 ქვეყანა შეარჩია. ნორვეგიასთან, ბელგიასა და პორტუგალიასთან ერთად სიაში საქართველოც მოხვდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ავსტრალიელი ექსპერტი დამიან ვოლტსი ეწვია, რომელსაც სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ უმასპინძლა. შეხვედრას სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა დამიან ვოლტს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტული მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლას. ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული საპილოტე კვლევის განხორციელებას ავსტრალიური მხარე სამინისტროსა…

მეტი

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის

მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო – რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც სოსო მაისურაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რუმინელები 12:10 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას და მეორე პერიოდში 4 ბურთითაც იგებდა,…

მეტი

საქართველოს ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს

საქართველოს ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს

საქართველოს ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილად ბორჯომ-ბაკურიანი განიხილება. ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება ზამთრის სპორტში ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომელსაც 26 წლის ისტორია აქვს. უკვე გაიმართა 14 ფესტივალი, გარკვეულია 2021 და 2023 წლების ფესტივალების მასპინძლების ვინაობაც (ფინური ვუოკატი და იტალიური ფრიული-ვენეცია-ჯულია). საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ…

მეტი

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ…

მეტი

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპული თამაშებისთვის ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპული თამაშებისთვის ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის, დღეს, ოლიმპიურ პარკში ფიცი დადო. ფიცის დადების გარდა, ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიაც გაიმართა. მეორე ევროპულ თამაშებზე, საქართველო, ბელარუსის დედაქალაქში, 10 სახეობაში 61 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ჯამში კი, ტურნირში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. საქართველოდან მინსკში 122 კაციანი დელეგაცია გაემგზავრება, რომლის ხელმძღვანელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი იქნება, ოლიმპიური ნაკრების მედროშე კი – მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი. ოლიმპიურ პარკში, ფიცი 9-გზის ოლიმპიელმა, ნინო სალუქვაძემ წაიკითხა. ევროპის…

მეტი

საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე (18-25 მაისი), რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, საქართველომ 5 სპორტსმენით იასპარეზა. წოლჭიმის ეროვნული ნაკრების წევრებს დღეს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა და ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. შეხვედრას, სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ შიოშვილი ესწრებოდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, ზურაბ ჭავჭანიძისა და შოთა ბეჟაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა უფროსებში მე-10, ხოლო 23 წლამდელთა შორის –  მე-7…

მეტი

თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს სხდომა და შედეგების მართვის ტრენინგი იმართება. ორდღიანი ღონისძიება სასტუმრო „მოქსი“-ში გაიხსნა. კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი სებასტიან ჟილო და ამავე სააგენტოს ანტიდოპინგური პროგრამების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ტომ მეი. გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული…

მეტი
1 2