თავდაცვის მინისტრისთვის პრეზიდენტის განცხადება ჯარის შესახებ კატეგორიულად მიუღებელია

თავდაცვის მინისტრისთვის  პრეზიდენტის განცხადება ჯარის შესახებ კატეგორიულად მიუღებელია

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, -ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის…

მეტი

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა- როგორ გაამართლა სოფო კილაძემ ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა-  როგორ გაამართლა სოფო კილაძემ ზურაბიშვილის  განცხადება ჯარზე

„ალბათ, პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი”, – ასე გაამართლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება. როგორც დეპუტატი ამბობს, პრეზიდენტმა უბრალოდ ვერ გადმოსცა თავისი სათქმელი, რეალურად კი, ის გულისხმობდა, რომ ჩვენი მთავარი მიმართულება განათლება უნდა იყოს. “ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა და მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. პრეზიდენტმა ვერ გამოხატა…

მეტი

“ლელო” სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ლელო” სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელია. გარდა ამისა, “ლელო” მოუწოდებს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ. “პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მყოფ, ათასობით პატრიოტ ჯარისკაცს, ვეტერანებს, საერთაშორისო მისიებში და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. ასევე საერთაშორისო მისიებში მყოფ შენაერთებს, რომელთა…

მეტი

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის მოწყობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 174 783 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას, ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია ნათქვამი. ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში –…

მეტი

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე:  არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წესების შემუშავებამდე, შეწყალების საკითხზე საუბარი რთულია. საქართველოს პრეზიდენტმა, მედიასთან დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, პრეზიდენტის ბრძანებულება უახლოეს მომავალში გამოიცემა. “შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს…

მეტი

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია, პრესსპიკერის პოსტიდან ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 სექტემბერს, ხატია მოისწრაფიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, 10 სექტემბერს კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა. “მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი…

მეტი

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზურაბიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ. “მოგესალმებით, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე! მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო! მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, მოგესალმებით, ჩემო, აქ და…

მეტი

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ლაშა ჟვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება, “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თავად ჟვანიამ გაავრცელა და განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირველი მაისიდან დატოვებს და კვლავ პატრიარქთან დაბრუნდება. “ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, – ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და საქართველოსთვის წამებული და გაბრწყინებული ჩვენი ერის შვილები. ფოტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა ღამეს არის გადაღებული. არ ვიცოდი, თუ მეორე დღეს პრეზიდენტი მის უწმიდესობას სთხოვდა, რომ მე მეხელმძღვანელა მისი ადმინისტრაციისთვის. რთული…

მეტი

ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე სალომე ზურაბიშვილს ლაშა ტალახაძის გვარი შეეშალა (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე სალომე ზურაბიშვილს ლაშა ტალახაძის გვარი შეეშალა (ვიდეო)

ბათუმში, ძალოსნობის ეევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალის დროს, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის გვარი შეეშალა და ის თალაკვაძედ მოიხსენია. “ძალიან დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოიპოვა ამ სპორტის სახეობაში და არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა და ეს არის დამსახურება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების, რომელსაც უნდა დიდი მადლობა მოვახსენოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და შემდეგ დამსწრე საზოგადოებას…

მეტი

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

დებატები უსაფრთხო ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით უპერსპექტივოა, – ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გაზეთი taz .de საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო დისკუსიის ჩრდილშია, რადგან მაღრიბის ქვეყნების, ალჟირის, მაროკოსა და ტუნეზიის პარალელურად, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს საქართველოსაც ანიჭებენ, თუმცა საკითხზე შეჯერება ვერ ხდება. ბუნდესრატს კანონპროექტისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია. კანონპროექტის წინააღმდეგ არის მწვანეთა პარტია, რომელიც საქართველოს ამ საფეხურზე აყვანას არარეალურად მიიჩნევს. მწვანეთა ფრაქციის სპიკერი ლტოლვილთა პოლიტიკის საკითხებში, ლუის ამსტბერგი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა…

მეტი
1 2 3 4