თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

არსებობის განმავლობაში პირველად, თბილისის “საბურთალო” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის, გია ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. შეხვედრის მე-12 წუთზე, გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი საჯარიმოთი გახსნა ანგარიში. ზუსტად 7 წუთში, გაბედავამ “საბურთალოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლევან კორღალიძის გუნდმა, სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხა. ირაკლი სიხარულიძემ 11- მეტრიანი ზუსტად შეასრულა. დაპირისპირებას წერტილი 89-ე წუთზე ლევან კაკუბავამ დაუსვა, რომელმაც “ლოკომოტივის” კარში მესამე ბურთი გაიტანა და მატჩის…

მეტი

“საბურთალო” “აჭარაბეთთან” და “კრისტალბეთთან” სპონსორობაზე მოლაპარაკებებს ადასტურებს

“საბურთალო” “აჭარაბეთთან” და “კრისტალბეთთან”  სპონსორობაზე  მოლაპარაკებებს ადასტურებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მალე ახალი სპონსორი ეყოლება. “რეკორდერს” კლუბში დაუდასტურეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე გემბლინგ კომპანიასთან, მათ შორის არიან “აჭარაბეთი” და “კრისტალბეთი”. გუნდში ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს რამდენიმე დღეში გაირკვევა და გუნდს ახალი სპონსორი ეყოლება. “საბურთალო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი შეხვედრის ჯამში სომხურ “არარატ-არმენიასთან” დამარცხდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.  

მეტი

“საბურთალო”-“არარატ-არმენიას” მატჩის შემდეგ, მსაჯს ბოთლი ესროლეს (ვიდეო)

“საბურთალო”-“არარატ-არმენიას” მატჩის შემდეგ, მსაჯს ბოთლი ესროლეს (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. “საბურთალო”-“არარატ-არმენიას” შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც ქართული გუნდი 0:2 დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა, მსაჯებს გულშემატკივრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ, როდესაც ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოედანს ტოვებდა, გულშემატკივრმა მათ მიმართ ბლაგვი საგნები ისროლა. წყლიანი ბოთლი კი მატჩის მთავარ არბიტრს გულმკერდის არეში მოხვდა, რის გამოც, “საბურთალოს” უეფასგან საკმაოდ მკაცრი სანქციები ელის. მსაჯების ინციდენტის შემდეგ, შეხლა-შემოხლა იყო გულშემატკივარსა და სტიუარდებს შორისაც. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, “არარატ-არმენიას” გასვლაზე 1:2 მოუგო, შინ კი 0:2…

მეტი

მნიშვნელოვანი ოთხშაბათი: “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასასვლელად ემზადება

მნიშვნელოვანი ოთხშაბათი: “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასასვლელად ემზადება

საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” ევროპის ლიგის ფლეი ოფის საგზურს, დიდი ალბათობით, ხვალ გაიფორმებს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, “არარატ-არმენიასთან” 1:2 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ, სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. “საბურთალო”, “მიხეილ მესხზე” სომხურ კლუბს ხვალ უმასპინძლებს. ბილეთის ფასი ამჯერადაც ერთი ლარი, მისი გაყიდვა კი სტადიონის სალაროებში დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო. “საბურთალოსა” და “არარატ-არმენიას” შორის დაპირისპირება, ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი

“საბურთალო” “არარატ-არმენიას” დღეს დაუპირისპირდება

“საბურთალო” “არარატ-არმენიას” დღეს დაუპირისპირდება

თბილისის “საბურთალო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დღეს, სომხურ “არარატ-არმენიას” დაუპირისპირდება. გია ჭიაბრიშვილის გუნდი სომხეთის დედაქალაქში გუშინ ჩაფრინდა და ღია ვარჯიშიც გამართა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სომხური გუნდის ბარიერს დაძლევს, ფლეი ოფში და ევროპა ლიგის ჯგუფში შესასვლელად ურთიერთობას “დუდელანჟსა” და “ნიომე კალიუს” შორის გამარჯვებულს შორის გაარკვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ გუნდს, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ძალიან დიდი და რეალური შანსი აქვს. მეტოქე გაარკვია “დინამო თბილისმაც”. თუკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჰოლანდიური “ფეინოორდის” ბარიერს…

მეტი

საფეხბურთო მატჩი “მიმინოს” პოსტერით

საფეხბურთო მატჩი “მიმინოს” პოსტერით

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” სომხურ “არარატ-არმენიას” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ერევანში შედგება. სომხურმა კლუბმა ამ მატჩს სახალისო პოსტერი მიუძღვნა, სადაც ცნობილი ქართული ფილმის “მიმინოს” გმირები არიან გამოსახული – ქართველი მფრინავი, ვალიკო მიზანდარი, რომლის როლსაც ბუბა კიკაბიძე ასრულებს და რუბენ ხაჩიკიანი, რომელიც ფილმში ბუბა კიკაბიძის პერსონაჟს  უმეგობრდება. სოციალურ ქსელში, “არმენია-არარატის” ამ პოსტერმა დიდი მხიარულება გამოიწვია. “არარატ-არმენიასა” და “საბურთალოს შორის დაპირისპირება, 8 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.

მეტი

“საბურთალო” ზაგრების “დინამოს” ხვალ დაუპირისპირდება

“საბურთალო” ზაგრების “დინამოს” ხვალ დაუპირისპირდება

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩს, საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო”, ხვალ ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ, მიხეილ მესხის არენაზე გამართავს. “საბურთალოსა” და “დინამო ზაგრების” მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში. კლუბის გადაწყვეტილებით, ბილეთის ფასი, სიმბოლური 1 ლარი იქნება. უეფას გადაწყვეტილებით, განმეორებით შეხვედრაში, ხორვატი გულშემატკივრები თამაშზე არ დაიშვებიან. ის მომხმარებლები, რომლებიც, მოუხედავად ამ გაფრთხილებისა, შეიძენენ მატჩზე დასასწრებ ბილეთს, შემოწმების შედეგად არ დაიშვებიან სტადიონზე და ბილეთის თანხის დაბრუნებაც არ მოხდება. მატჩი,…

მეტი

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

თბილისის “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა გასვლაზე 0:3 მოიგო, “მიხეილ მესხზე” შეხვედრა მოულოდნელი სცენარით წარიმართა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველ საწყის ათ წუთში სამი გოლი გაუშვა და გასვლაზე მოპოვებული უპირატესობა ერთი ხელის მოსმით გაანიავა. ლატიფმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა და “შერიფი” დააწინაურა. სწრაფი გოლის შოკიდან არც კი იყო გამოსული “საბურთალო”, როდესაც  ზუსტად ხუთ წუთში გაგი მარგველაშვილისა და მეკარის შეუთანხმებელ ქმედებას ავტოგოლი მოჰყვა და მოლდოველებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, როგორც…

მეტი

“საბურთალომ” გასვლაზე “შერიფი” გაანადგურა

“საბურთალომ” გასვლაზე “შერიფი” გაანადგურა

წარმატებით დაიწყო უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ჩემპიონმა “საბურთალომ”. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მოლდოვაში, ტირასპოლის “შერიფს” კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და 0:3 დაამარცხა, რითიც შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საბურთალოელები 30-ე წუთზე როლოვიჩმა დააწინაურა. მეორე ტაიმში კი თავი კოხრეიძემ და კაკუბავამ გამოიჩინეს. საპასუხოდ, “შერიფს” ღირსეული არაფერი გაუკეთებია, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებითი მატჩის წინ, ქართულ გუნდს უდიდესი უპირატესობა ექნება, თანაც საკუთარ მოედანზე. ფოტო: საბურთალო

მეტი

ეროვნული ლიგა 1 მარტს დაიწყება

ეროვნული ლიგა 1 მარტს დაიწყება

ეროვნული საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონი სტარტს 1 მარტს აიღებს. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული კალენდრიდან ირკვევა, წლის პირველი მატჩი, 1 მარტს, ჩემპიონ “საბურთალოსა” და ელიტაში დაბრუნებულ ბათუმის “დინამოს” შორის შედგება, თუმცა, უცნობია, სად ჩატარდება ეს შეხვედრა. პირველი ტურის კალენდარი ასეთია: 1 მარტი საბურთალო – დინამო ბთ 2 მარტი ლოკომოტივი – რუსთავი ტორპედო – სიონი 3 მარტი დინამო თბ – ჩიხურა დილა – ვიტ ჯორჯია ამ ეტაპზე, არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაიწყება ეროვნული ლიგა…

მეტი
1 2