- თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- ბავშვთა ქალაქ "მზიურში" სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა
- "აჭარა ჯგუფის" ახალი სასტუმრო "Rooms Hotel Kokhta" პირველ სტუმრებს ახალი წლიდან უმასპინძლებს
- ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა
“რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გადაწყვეტილება რამდენი წუთის წინ გამოაცხადა. დღესვე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, რაც ჩადენილია შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით.
მეტი