EUMM: ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა

EUMM: ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო შემოსვლას არ ადასტურებს: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ამჟამად დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია EUMM-ის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება: “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ…

მეტი