სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება: “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ…

მეტი

აშშ-ს კონგრესი კრემლის წინააღმდეგ – უმკაცრესი რეზოლუციები, რომელიც ხმათა უდიდესი უმრავლესობით მიიღეს

აშშ-ს კონგრესი კრემლის წინააღმდეგ – უმკაცრესი რეზოლუციები, რომელიც ხმათა უდიდესი უმრავლესობით მიიღეს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 4 დოკუმენტი მიიღო, რომელიც კრემლის პოლიტიკას გმობს. კონგრესმენებმა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს დააკისრეს პასუხისმგებლობა ბორის ნემცოვის სიკვდილთან დაკავშირებით, ასევე, აშშ-ს ხელისუფლებას მკაცრი აკრძალვა დაუწესეს: არასოდეს, არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად არ აღიაროს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში. მოწინააღმდეგეთა დევნა და მკვლელების მფარველობა  პირველ დოკუმენტში კონგრესი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის  საკითხის დაყენებას და ამ საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. “წარმომადგენელთა პალატა გმობს ვლადიმერ პუტინსა და მის რეჟიმს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნისა და ბორის ნემცოვის მკვლელების მფარველობის გამო,…

მეტი

2019 წლის პირველ აპრილამდე, რუსეთი გლობალურ ინტერნეტს გაეთიშება

2019 წლის პირველ აპრილამდე, რუსეთი გლობალურ ინტერნეტს გაეთიშება

BBC -ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება, კიბერ-თავდაცვის ტესტის ფარგლებში, გლობალურ ინტერნეტს გაეთიშება. სატეტსო პერიოდში, მონაცემები მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაიცვლება და საერთაშორისო ქსელში არ მოხვდება. BBC –ის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მისი მოკავშირეები რუსეთს, მის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო აფრთხილებენ და სანქციების დაწესებით ემუქრებიან. გასულ წელს საკანონმდებლო ორგანომ დაარეგისტრირა კანონოპროექტი  – „ციფრული ეკონომიკის ეროვნული პროგრამა“, რომელიც ინტერნეტსერვისების პროვაიდერებს ავალდებულებს, ჰქონდეთ მზადყოფნა და მოახერხონ შეუფერხებელი ოპერირება კრიზისების დროს, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ გარე ძალებიდან ქვეყნის ინტერნეტის იზოლაციის მცდელობას…

მეტი

ევროსასამართლომ რუსეთს, ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ევროსასამართლომ რუსეთს, ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს, 2006 წელს, ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. დიდი პალატის 16-მა წევრმმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი მოსამართლე წავიდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მესამე მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს. რუსეთმა 10-დან 15 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლების მიმართაც კონვენციის ორი მუხლი დაირღვა, ხოლო ისინი, რომელთა მიმართაც მხოლოდ ერთი…

მეტი

ტრამპი ამბობს, რომ არაფერს მალავს. რატომ არ არსებობს ტრამპი-პუტინის შეხვედრების სტენოგრამა?

ტრამპი ამბობს, რომ არაფერს მალავს. რატომ არ არსებობს ტრამპი-პუტინის შეხვედრების სტენოგრამა?

გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” (Washington Post) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებების დეტალები დამალა. გაზეთის ცნობით, ტრამპმა თარჯიმანს ერთ-ერთი შეხვედრის სამუშაო ჩანაწერებიც კი წაართვა. “ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, რომ დონალდ ტრამპს, აშშ-ის სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, პუტინთან შეხვედრებზე თეთრი სახლის მაღალჩინოსნები არ დაჰყავს და ამ მოლაპარაკებების დეტალებს არავის უზიარებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხების კომიტეტმა უკვე განაცხადა, რომ ამ თემაზე საგანგებო…

მეტი

უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

რუსული გემების მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინული კატერებისთვის ცეცხლის გახსნისა და მათი დაკავების საპასუხოდ, უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. დღეს ამ საკითხზე უმაღლეს რადაში უნდა იმსჯელონ. დღესვე გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც მან უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებთან მიმართებაში განახორციელა, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად შეაფასეს. საბჭოს წევრები 60 დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ და შესაბამისი წინადადება…

მეტი

გოგონა 9 აპრილის ფოტოდან იური მეჩითოვს მიმართავს

გოგონა 9 აპრილის ფოტოდან იური მეჩითოვს მიმართავს

გოგონა 9 აპრილის ცნობილი ფოტოდან,  ნანა მახარაძე, რომელიც წლებია, ემიგრაციაში ცხოვრობს, ფოტოს ავტორს, იური მეჩითოვს მიმართავს და მის ბოლოდროინდელ განცხადებებს აკრიტიკებს. “საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია ,,სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება”, თუმცა ბევრს ავიწყდება ის, რომ სწორედ 9 აპრილს, ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით, სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის, რაც გაგვაჩნია -თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ  ა! ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი, ,,ერთი…

მეტი