H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით საქართველოში გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაღუპული 10 თვის ბავშვია, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპთან ერთად, წითელას დაავადებაც ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევაა.    

მეტი

“ღორის გრიპის” ვირუსით დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

“ღორის გრიპის” ვირუსით დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით, დღეს დილით, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშიც. პაციენტი ბათუმში, ლანჩხუთიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა დღეს ქუთაისის კლინიკაშიც, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეკემბრის თვიდან დღემდე H1N1-ით გარდაცვალების 15 შემთხვევა დადასტურდა.

მეტი

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ღორის გრიპის მიზეზით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ღორის გრიპის მიზეზით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას, ღორის გრიპის მიზეზით შეზღუდავს. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვებ პუნქტზე საკარანტინო ღონისძიებები გატარდება. ასევე შეიზღუდება მოსახლეობის გადაადგილება, იმ მიზნით რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანების შესვლა თავიდან იყოს აცილებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე H1N1 გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მეტი

დავით სერგეენკო: ხვალ სამინისტრო 10 ათასი კოლოფით შეავსებს „ტამიფლუს“ მარაგს

დავით სერგეენკო: ხვალ სამინისტრო 10 ათასი კოლოფით შეავსებს „ტამიფლუს“ მარაგს

“ჩვენ გავაკეთეთ შეკვეთა და ხვალ, დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო 10 ათასი კოლოფით შეავსებს თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ სეზონზე ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხოთ”, – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უწყების პირველი პირი, ამ წუთებში, მედიის შეკითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ პრეპარატის მარაგებს, სამინისტროს გარდა,  სააფთიაქო ქსელებიც შეავსებენ. “მარაგების რაოდენობა, რაც უნდა იყოს ქვეყანაში, ითვლება საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით. ამ ავადობის გრიპის დასაწყისისთვის,…

მეტი

თბილისში, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ ღორის გრიპით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 22 წლის სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ ეტაპზე, ექიმები ვერ ადასტურებენ, გახდა თუ არა H1N1 ვირუსი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ეს ლაბორატორიულად შემოწმდება. სალომე ქემაშვილი, ქართველი კომპოზიტორის, მანანა იმედაძის რძალი იყო. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.  

მეტი

სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო პროცესის დაწყების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. “სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის…

მეტი

გორში, ვირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გორში, ვირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა გორში. კლინიკა “გორმედში” სულ ცოტა ხნის წინ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში “ღორის გრიპის” ვირუსის ნიშნებით პარასკევს მოათავსეს. როგორც კლინიკის დირექტორი, დავით ყაზაიშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში განმარტავს, მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. – გორში, კლინიკა “გორმედში” ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით პარასკევს შევიდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. ჯერ-ჯერობით, H1N1 ტიპის ვირუსი…

მეტი