რომან დოლიძის ჩხუბი რუსეთში აღარ გაიმართება

რომან დოლიძის ჩხუბი რუსეთში აღარ  გაიმართება

ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომან დოლიძის ჩხუბი რუსეთში აღარ გაიმართება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, UFC-ის ქართველი სპორტსმენი ავრცელებს. მებრძოლის განცხადებით, მას UFC-ის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვიზის გაკეთებასთან დაკავშირებით პრობლემებია. შესაბამისად, ქართველი სპორტსმენის ჩხუბი რუსეთში, რომელიც დაგეგმილი იყო 20 აპრილს, გაუქმდება. რომან დოლიძის განცხადებით, შემდეგი ჩხუბი ამერიკაში, ისევ აპრილში გაიმართება, მეტოქე კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

მეტი

ფეხბურთიდან UFC-მდე – ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან

ფეხბურთიდან UFC-მდე – ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან

ქართველმა მებრძოლი რომან დოლიძე, „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) ეგიდით, პირველ ჩხუბს რუსეთში, 20 აპრილს გამართავს. დაღესტნელ მეტოქესთან შერკინება სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. ცოტამ თუ იცის, რომ რომან დოლიძე, რომელსაც ახლა ტიტულოვან ორგანიზაციასთან აქვს კონტრაქტი, შერეული ორთაბრძოლებით 28 წლის ასაკში დაინტერესდა, ახლა კი ლეგენდარული მებრძოლის, ჯონ ჯოუნსის გვერდით ვარჯიშობს. როგორ ემზადება “ჯექსონ ვინკის” აკადემიაში ლეგენდრულ სპორტსმენთან ერთად დოლიძე, რა პირობებია კონტრაქტში გაწერილი, UFC-ს კონტრაქტის ექსკლუზიური დეტალები “რეკორდერის” ექსკლუზიურ ინტერვიუში. – როგორ ემზადებით UFC-ის ეგიდით პირველი ჩხუბისთვის? – რთული ვარჯიშები მაქვს, დამემატა…

მეტი

რომან დოლიძე: არ ვეძებთ ადვილ გზებს, რადგან ჩვენ გვინდა UFC-ს ჩემპიონობა

რომან დოლიძე: არ ვეძებთ ადვილ გზებს, რადგან ჩვენ გვინდა UFC-ს ჩემპიონობა

ქართველი მებრძოლის პირველი ჩხუბი, UFC-ის ეგიდით, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ოქტაგონზე 20 აპრილს გაიმართება. ბათუმელი მებრძოლი, ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, ორგზის ჩემპიონ, დაღესტნელ გაჯიმურად ანტიგულოვს დაუპირისპირდება. როგორც დოლიძემ “რეკორდერთან” საუბრისას განაცხადა, ის მაქსიმალურად მოტივირებულია და მთელი შემართებით ემზადება ჩხუბისთვის. “არ ვეძებთ ადვილ გზებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩემპიონობა UFC-ში”, – აღნიშნა დოლიძემ. რომან დოლიძე აპრილის ჩხუბისთვის მასტერკლასებს ლეგენდარულ მებრძოლ ჯონ ჯონსთან გაივლის. შეგახსენებთ, რომ დოლიძე WWFC–ის ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია. MMA-ში მას ხუთიდან ხუთი შეხვედრა აქვს…

მეტი

რომან დოლიძის ჩხუბის თარიღი ცნობილია

რომან დოლიძის ჩხუბის თარიღი ცნობილია

ქართველი სპორტსმენი, რომან დოლიძე UFC-ის ეგიდით პირველ ჩხუბს რუსეთში გამართავს. ბათუმელი მებრძოლი სანქტ-პეტერბურგის ოქტაგონზე 20 აპრილს გამოვა. როგორც რომან დოლიძემ “რეკორდერს” განუცხადა, ამ ორთაბრძოლის კონტრაქტს ხელი მან დღეს მოაწერა. სპორტსმენი, ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, დაღესტნელ გაჯიმურად ანტიგულოვს დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, დოლიძე 20 აპრილამდე მასტერკლასებს UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლ ჯონ ჯონსთან გაივლის. შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც UFC-იში გამოდის და ეს მისი პირველი ჩხუბი იქნება, ორგანიზაციის ეგიდით. რომან დოლიძე​ WWFC–ის ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის…

მეტი

UFC-მ, შესაძლოა, კონტრაქტი კიდევ ერთი ქართველთან გააფორმოს

UFC-მ, შესაძლოა, კონტრაქტი კიდევ ერთი ქართველთან გააფორმოს

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, შერეული ორთაბრძოლების ასოციაციას ახლო მომავალში კიდევ ერთი ქართველი შეემატება. როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, 27 წლის  ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძესთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ძალიან მალე მასთან კონტრაქტი გაფორმდება. ქუთათელაძე მე-3 ქართველი სპორტსმენი იქნება, რომელიც UFC-ში (Ultimate Fighting Championship) იასპარეზებს. გურამ ქუთათელაძე უკვე 7 წელია შვედეთში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მან ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა რინგზე ის საქართველოსა და შვედეთის დროშებით გამოდის და ორივე ქვეყანას ერთობლივად წარმოადგენს. ქართველმა მებრძოლმა სპორტი 5…

მეტი