ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

პირველი მედალი დიუსელდორფის გრან სლემზე, საქართველოს ნაკრებს ლუხუმ ჩხვიმიანმმა (-60კგ) მოუტანა. ქართველ ფალავანს ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან ნახევარფინალური დაპირისპირება ვაზარით წააგო და ბრინჯაოზე გადაინაცვლა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩხვიმიანი კორეელ ჰარიმ ლეეს შეხვდა და იპონით სძლია. რაც შეეხება რობერტ მშვიდობაძეს, ის ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოქროს მედლის მფლობელი ამ წონით კატეგორიაში რიუჯუ ნაგაიამა გახდა. ხვალ ძალებს სპორტსმენები -73 და -81 კგ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ.

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემზე ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დიუსელდორფის გრან სლემზე ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დიუსელდორფის გრან სლემის ფინალში რობერტ მშვიდობაძე იჭიდავებს. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) ნახევარფინალური დაპირისპირება, რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან ვაზარით დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ქართველი ფალავნის მეტოქე, კორეელი ჰარიმ ლეე იქნება. ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემი: ჩხვიმიანი, ფინალში გასასვლელად, რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძეს დაუპირისპირდება

დიუსელდორფის გრან სლემი: ჩხვიმიანი, ფინალში გასასვლელად, რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძეს დაუპირისპირდება

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრან სლემის პირველი საშეჯიბრო დღეს, -60 კგ წონით კატეგორიის ფინალში გასასვლელად ლუხუმ ჩხვიმიანი, რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია დღევანდელ დღეს, რომელსაც მედლის მოპოვების შანსი აქვს. საინტერესოა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად, ლუხუმ ჩხვიმიანმა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, ქართველი ლუკა მხეიძე დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილი ესპანელ გარიგოსთან დამარცხდა, -66 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გუგულაშვილმა პირველვე შეხვედრა სლოვენიელ მეტოქესთან წააგო. ფოტო: IJF

მეტი