რეზო ესაძე – 85 

რეზო ესაძე – 85 

21 თებერვალს 18:30 –ზე,  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. 20:30-ზე კი, კინოთეატრ რუსთაველის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია. გადაღებული აქვს…

მეტი