რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

რეზი ღვინიაშვილი: „ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანია „სმაილ მიქსი“ მონაწილეობდა. კომპანიამ, სკოლა პრემიუმ ხარისხის საღებავებით მოამარაგა. დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, კომპანიის წარმომადგენელმა, რეზი ღვინიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშრომლოს მსგავსი პროექტის განხორციელებაში. რეზი ღვინიაშვილი: „სკოლა ძალიან მომეწონა და მოხარულები ვართ, რომ მსგავს კამპანიაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენმა კომპანიამ სკოლა საღებავებით მოამარაგა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ჟესტია და ბევრმა კომპანიამ უნდა მოგვბაძოს ასეთ დროს და ყველა უნდა გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის“.

მეტი