რევაზ დავითაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

რევაზ დავითაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 23 წლამდელებს შორის, მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. რევაზ დავითაძემ, ატაცში  165/168 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ასანიძის გუნდის წევრმა ატაცში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს მე-11 მედალი შესძინა. რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.

მეტი

რევაზ დავითაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე, ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

რევაზ დავითაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე, ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ატაცში, ოქროს მედალი მოიპოვა რევაზ დავითაძემ (89კგ). 21 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და ატაციში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

მეტი