ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ივლისის თვე ქართული სპორტისთვის შედეგიანი და ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ივლისში საქართველოსთვის მოხდა, ისაა, რომ გერმანიაში, საქართველოს დედაქალაქი ევრობასკეტის 2021 წლის მასპინძელ ქალაქად დაასახელეს. 2021 წელს, თბილისი, ბერლინთან, მილანთან და პრაღასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი ქალაქი იქნება. წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში, სადაც ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯამში 13 მედალი აიღეს. აქედან 8 მედალი მოჭიდავეებზე მოდის, 5 კი – ძიუდოისტებზე. ოქროს მედალოსანი ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო) ვერცხლის მედალოსნები ნიკოლოზ…

მეტი

ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძე გახდა. ვერცხლის მედალს ზვიად გოგოჭური (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ) დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს კიდევ ერთი მედალი გუნდურ შეჯიბრებაში აიღო.

მეტი