UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას. ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ). იმ…

მეტი

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფენომენალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფენომენალური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ფენომენალური შედეგით – 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს მეექვსე ოქროს მოპოვების შანსიც ჰქონდა. გიორგი მელიამ (97კგ) ფინელ არვი სავოლაინენთან დაპირისპირება 1:4 დათმო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფინელი მოწინააღმდეგე მთელი შეხვედრის განმავლობაში ეუხეშებოდა ქართველს. პირველივე წამებზე, სავოლაინენმა სახეში ხელი შემოარტყა მელიას და მსაჯმა მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. პასიურობის გამო, მელიამ ქულა…

მეტი

არის მეხუთე ოქრო – რამაზ ზოიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

არის მეხუთე ოქრო – რამაზ ზოიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა. რამაზ ზოიძე (72კგ) ფინალში რუს მაგომედ იარბილოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 1:7 დაამარცხა. ზოიძის ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის მეხუთეა. დღესვე, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს გიორგი მელიაც (97კგ), რომელიც ფინალში ფინელ მეტოქეს შეხვდება.

მეტი