რუსეთი დამარცხებულია – ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ტრიუმფით დაასრულეს

რუსეთი დამარცხებულია – ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ტრიუმფით დაასრულეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით და რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დაასრულა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა. ტურნირის ბოლო ტურში, ბორჯღალოსნები, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 6:22 დაამარცხეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს ერთი შეხვედრაც კი არ წაუგია და ჩემპიონობაც, ბოლო ტურამდე, ერთი მატჩით ადრე გაინაღდა. მე-8 წუთზე, საქართველო სოსო მათიაშვილმა დააწინაურა, რუსებმა გათნაბრება 32-ე წუთზე შეძლეს, თუმცა პირველი ნახევარი, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 3:10 მოიგეს. მეორე ნახევარში, მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლეს საჯარიმოთი, ქართველებიდან კი რუსეთის ნახევარზე…

მეტი

საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები რუსეთთან 12:3 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები რუსეთთან 12:3 დამარცხდა

დღეს, კრასნოდარში, “ყუბანის” სტადიონზე რუსეთთან გასამართ რაგბი ევროპის მთავარ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ამავე ქალაქში, “ტრუდის” სტადიონზე, დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XV რუსეთის “ა” ნაკრებს ეთამაშა და 12:3 დამარცხდა. მწვრთნელებმა, ბორჯღალოსნების გარდა, საქართველოს შვიდკაცა და 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული მორაგბეებიც მოისაკლისეს. მცირე დროის გამო, ვერ მოხერხდა სათანადოდ შეთამაშება, რასაც მოედნის ცუდი საფარიც დაერთო, ჩვენმა გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა და უსახურ მატჩში ორი ლელო გაუშვა. სველი და მძიმე გრუნტის გამო, მოედანზე გადაადგილება ჭირდა. პირველი ტაიმის პირველი…

მეტი

ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები 24:10 დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები 24:10 დაამარცხეს

მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში და წლის პირველ საშინაო მატჩში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 24:10 დაამარცხა. მილტონ ჰეიგის გუნდმა 12:5 მოიგო, მეორე ნახევარში კი ქართველმა მორაგბეებმა 10 ქულის აღება მოახერხეს. ესპანეთთან დაპირისპირებაში ლელოთი დავით გიგაური, ლევან ჩილაჩავა,  ვასილ ლობჟანიძე და  გრიგოლ ქერდიყოშვილი გამოირჩნენ. რაგბი ევროპის” მესამე დაპირისპირებას, საქართველო 10 მარტს, გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ქუთაისში, “აია არენაზე” გაიმართება. ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი

ბორჯღალოსნები წლის პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნები წლის პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. წელს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში სულ ოთხ თამაშს გამართავს – ორს რაგბი ევროპაზე და ორსაც აგვისტოში, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე. “რაგბი ევროპის” პირველ საშინაო მატჩში, ხვალ, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე ბორჯღალოსნები ესპანეთს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის წინ რუმინეთთან კლუჟში მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინეთთან 70-ე კეპი მოიხვეჭა; ცენტრში გიორგი კვესელაძე და ზურაბ ძნელაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე…

მეტი

ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოში ბრუნდება

ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოში ბრუნდება

“რაგბი ევროპის” ჩემპიონატის პირველი შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში 6:18 მოიგო და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი დაიბრუნა. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა პირველი ტაიმი 6:3 დათმეს, თუმცა მეორეში, მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და სამი ქულის მოპოვება შეძლეს. მატჩის ერთადერთი ლელო ბექა გორგაძემ დადო, საბოლოო შედეგი კი, ჯარიმით, თედო აბჟანდაძემ დააფიქსირა. “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას ბორჯღალოსნები 17 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი

“რაგბი ევროპა” ახლოვდება – ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა

“რაგბი ევროპა” ახლოვდება – ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავს წარმოადგენს, რომელთაგან ხუთს – ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშია, ხოლო შვიდს – 10 კეპიც არ უგროვდება. 2018 წლის “რაგბი ევროპაზე” განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუმინეთი, ესპანეთი და ბელგია დაისაჯნენ და შედეგად, მათ ბოლო სამი ადგილი დაიკავეს, რის გამოც, წლევანდელ “რაგბი ევროპის” პირველ ორ მატჩში საქართველოს მეტოქეები მთავარი კონკურენტები – რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან. ბორჯღალოსნები რუმინელებს 9 თებერვალს კლუჟში, საქართველოს…

მეტი