საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშით მოჭიდავეთა ნაკრები 12-16 ოქტომბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს. ეროვნულ გუნდს, ხვალ, ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმოდ გააცილებენ. ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე, რომელიც  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით გაიმართება, სპორტის 14 დისციპლინაში, 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქვიშის თამაშებზე, საქართველოდან მონაწილეობას მხოლოდ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ● ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) ● დავით ხუციშვილი (80 კგ) ● დათო მარსაგიშვილი (90 კგ) ● მამუკა კორძაია (+90 კგ)

მეტი