ქუთაისის მერიას “ტორპედოში” აუდიტის შესვლის საკითხი არ გადაუწყვეტია

ქუთაისის მერიას “ტორპედოში” აუდიტის შესვლის საკითხი არ გადაუწყვეტია

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ. “რეკორდერი” ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, შეისწავლის თუ არა აუდიტი “ტორპედოში” არსებულ ფინანსურ მდგომარეობას. “როგორც კი მერია დროებით მმართველს ოფიციალურად დანიშნავს, იმის საშუალებაც ექნება, ზუსტად გაარკვიოს, რა ხდება კლუბში. ჯერჯერობით, უცნობია აუდიტის შესვლა-არშესვლის საკითხი”, – აცხადებენ მერიაში. “ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის” ადმინისტრაციას. კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების…

მეტი

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

ზაალ ჩაჩავამ და შპს “ინთერნეიშენალ სოქერ ჰაუს” ქუთაისის “ტორპედოს” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა. სოქერ ჰაუს,”ტორპედოს” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი ქალაქის მერიას გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში “ტორპედოსთვის” ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება”, – ნათქვამია განცხადებაში. უკვე რამდენიმე თვეა, რაც “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს, ჯერ კიდევ აქვთ მისაღები დავალიანებები. ჩაჩავამ დავალიანების გასტუმრება ვერ შეძლო და კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი

კახა ჩხეტიანი ყაზახ ჟურნალისტებს: რუსულად არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქართული ენა ძალიან ლამაზია

კახა ჩხეტიანი ყაზახ ჟურნალისტებს: რუსულად არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქართული ენა ძალიან ლამაზია

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ყაზახურ “ორდაბასთან” მარცხის შემდეგ, ადგილობრივ ჟურნალისტებს კითხვებზე უპასუხა, თანაც არა რუსულ, არამედ ქართულ ენაზე! როგორც იმერული კლუბის პრესცენტრი იუწყება, ყაზახური მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა – გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით, რატომ? “იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად”, – უპასუხა კახა ჩხეტიანმა. ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ…

მეტი

“ტორპედოს” ფანები: თუ კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ

“ტორპედოს” ფანები: თუ კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ

საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ფანები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დღეს გამოთქმულ განცხადებებსა და ბრალდებებზე, ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გულშემატკივრები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. კლუბის ფანებმა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. “გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან „ტორპედოს“ ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა. უპირველეს რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ტორპედოს“ მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში – ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს,…

მეტი

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დატუქსა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მწვრთნელმა უაზრო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. სფფ-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემა ჩვეული ამბავია, თუნდაც, საქართველოს სამეზობლოში, სადაც 6 თვეც არ აუღიათ ხელფასები გუნდში, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავის ულაპარაკია. ლევან კობიაშვილის განცხადებით, მსგავსი უაზრო კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელია. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და ვისაუბრო, რადგან ამაზე ხშირად ისმება კითხვა, არის ერთ-ერთი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო“, სადაც არსებობს…

მეტი

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

ბათუმის ანგისას სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ტიტულისთვის ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის “ტორპედო” და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, “გაგრა” დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 2:2 მორჩა, გამარჯვებული კი, პენალტების სერიაში გამოვლინდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 37-ე წუთზე, რატი ცაცკრიალაშვილის გადაცემის შედეგად, მეკარესთან პირისპირ ნუგზარ სპანდერაშვილი დარჩა და “გაგრა” დააწინაურა. გაგრელებმა შეტევაში აქტიური თამაში განაგრძეს და მეორე ტაიმის სტარტზე უპირატესობა…

მეტი