ქუთაისის მერიას “ტორპედოში” აუდიტის შესვლის საკითხი არ გადაუწყვეტია

ქუთაისის მერიას “ტორპედოში” აუდიტის შესვლის საკითხი არ გადაუწყვეტია

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ. “რეკორდერი” ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, შეისწავლის თუ არა აუდიტი “ტორპედოში” არსებულ ფინანსურ მდგომარეობას. “როგორც კი მერია დროებით მმართველს ოფიციალურად დანიშნავს, იმის საშუალებაც ექნება, ზუსტად გაარკვიოს, რა ხდება კლუბში. ჯერჯერობით, უცნობია აუდიტის შესვლა-არშესვლის საკითხი”, – აცხადებენ მერიაში. “ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის” ადმინისტრაციას. კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების…

მეტი

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო” დატოვა

ზაალ ჩაჩავამ და შპს “ინთერნეიშენალ სოქერ ჰაუს” ქუთაისის “ტორპედოს” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა. სოქერ ჰაუს,”ტორპედოს” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი ქალაქის მერიას გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში “ტორპედოსთვის” ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება”, – ნათქვამია განცხადებაში. უკვე რამდენიმე თვეა, რაც “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს, ჯერ კიდევ აქვთ მისაღები დავალიანებები. ჩაჩავამ დავალიანების გასტუმრება ვერ შეძლო და კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი

ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია “ჰუალინგ ჯგუფს” საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” თემაზე არ შეხვედრია და კომპანის არც ერთ წარმომადგენელთან არ უსაუბრია. როგორც “რეკორდერს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მერი მხოლოდ კლუბის ამჟამინდელ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას შეხვდა და მისგან გუნდში არსებული ვითარება მოისმინა. ქუთაისის მერიის პრესსამსახური უარჰყოფს ინფორმაციას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და აზუსტებს, რომ გიორგი ღიჭვარიას მერობის დროს, “ტორპედოს” ბაზისა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის გასხვისება არ მოხდება ან თუ მოხდება, მხოლოდ ერთი პირობით – მისი დანიშნულება და ფუნქცია არ…

მეტი