საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 60% დააყადაღა

საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 60% დააყადაღა

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახებ დვალის და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე იუწყება.

მეტი

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ს ყიდის

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ს ყიდის

ქიბარ ხალავაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ყიდის. ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. “თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც “რუსთავი2” მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას. არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა…

მეტი

საქალაქო სასამართლომ, “რუსთავი 2″ის წილების დაყადაღებაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ, “რუსთავი 2″ის წილების დაყადაღებაზე  ირაკლი ოქრუაშვილის  სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა. ოქრუაშვილის განმარტებით, მათ ახლა ორი არჩევანი აქვთ – გაასაჩივრონ განჩინება ან შეიტანონ სარჩელი და ხელახლა მოითხოვონ ყადაღა. მისივე თქმით, ის იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მიიღებს. “საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა “რუსთავი 2″-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა…

მეტი

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს. ოქრუაშვილსი ადვოკატმა, საქალაქო სასამართლოში სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა და არა ქიბარ ხალვაშის. ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს. სარჩელი…

მეტი

საჯარო რეესტრმა “რუსთავი 2”-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა “რუსთავი 2”-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა უწყებაში პარტნიორთა კრების ოქმი წარადგინა, სადაც ხელს მხოლოდ ქიბარ ხალვაში აწერს, როგორც 60%-იანი წილის მფლობელი და შპს “პანორამას” მესაკუთრე. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული. რეესტრის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თანამდებობიდან მოხსნილია. ნიკა გვარამიას განცხადებით, “ის გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საქმეს მოიგებს კიდეც. იმ ხუთი მილიონით კი, რომელიც მას კონტრაქტის გაწყვეტისთვის ეკუთვნის, ახალ ტელეკომპანიას გააკეთებს,…

მეტი

ქიბარ ხალვაშმა, “რუსთავი 2”-ის დასაბარუნებლად, საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშმა, “რუსთავი 2”-ის დასაბარუნებლად, საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ უკვე მიმართა საჯარო რეესტრს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თაობაზე, დაჩქარებული წესით შეიცვალოს არხის დამფუძნებლები და მენეჯმენტი. სალიამ რეესტრში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წარადგინა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დოკუმენტს თან 220 ლარიანი ქვითარი ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე, დაჩქარებული წესით სურს მონაცემებში ცვლილებების შეტანა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას კონტრაქტი აბსურდია და ამასთან დაკავშირებით, დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშს შორის კომუნიკაცია შედგება….

მეტი

ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს

ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ხალვაშის განცხადებით, ის არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლებს და მის ნაცვლად, ამ თანამდებობაზე პირად ადვოკატს, პაატა სალიას დანიშნავს, რომელიც თავის მხრივ, ტელეკომპანიაში მისვლისთანავე არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლას დაიწყებს. “დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული…

მეტი