ომი თუ მშვიდობა – რა უპასუხა ტრამპმა ირანის თავდასხმას

ომი თუ მშვიდობა – რა უპასუხა ტრამპმა ირანის თავდასხმას

დონალდ ტრამპის მიმართვას ამერიკელი ნაციისადმი მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში სულმოუთქმენლად ელოდა: რა იქნება აშშ-ის პასუხი ირანის საჰაერო თავდასხმაზე, რაც, თავის მხრივ, თეირანის საპასუხო ქმედება იყო ერაყში გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ. მაშ ასე, მთავარი გზავნილები, რომლებიც თავის 10 წუთიან გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა გააჟღერა: “სანამ პრეზიდენტი ვარ, ირანი ვერასდროს იქნება ბირთვული სახელმწიფო”, – ეს იყო პირველი წინადადება, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ მისალმებამდე თქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, საბედნიეროდ, ირანის მხრიდან ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ,…

მეტი

ირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა

ირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ბოლო შეზღუდვებზე, რომლებსაც ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებს. ეს შეთანხმება 2015 წელს, თეირანსა და 6 საერთაშორისო შუამავალს (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი) შორის გაფორმდა. თეირანი აცხადებს, რომ ვალდებულებების შესრულებას სანქციების მოხსნის შემთხვევაში დაუბრუნდება. ის, ასევე, თავის გადაწყვეტილებას პირდაპირ უკავშირებს გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობას. “ირანი საბოლოოდ იტყვის უარს ბირთვულ შეთანხმებაში დაწესებულ შეზღუდვებზე, განსაკუთრებით, მათზე, რომლებიც ცენტრიფუგების რაოდენობას ეხება. ამრიგად, ირანის ბირთვულ პროგრამას არანაირი შეზღუდვა არ ექნება წარმოების მხრივ, ასევე, ამ…

მეტი

“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

შიიტები მთელი მსოფლიოდან ირანელ გენერალს, ქასემ სულეიმანის დასტირიან, რომელიც ამერიკული ავიადარტყმის შედეგად პარასკევს დაიღუპა. შაბათს, სულეიმანის დაკრძალვაზე ბაღდადში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ხმამაღალი შეძახილებით: “სიკვდილი ამერიკას!” ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი და საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი, ქასემ სულეიმანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე მოკლეს, რომელმაც გენერალს “მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი” უწოდა. დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად ამწვავებს. ახლა ყველა იმის გამოცნობას ცდილობს, გადაიზრდება თუ არა ამერიკულ-ირანული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში….

მეტი