ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართველი სამხედროები მსუბუქად არიან დაშავებული. „მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში…

მეტი

კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ოპოზიციას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჰააგაში გასამართლების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის თაობაზე, კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა: “ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და “ნაციონალური მოძრაობა” უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას,  მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ…

მეტი